არა რუსულ კანონს – პანელური დისკუსია თსუ-ში
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” – ასე ერქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუსიას. ორგანიზატორების თქმით, “პოლიტკორექტული” სახელი იმ მიზნით აარჩიეს, რომ თსუ-ს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა შესაძლებელი ყოფილიყო,თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ვერც თანამშრომლობა შედგა და I კორპუსში ვერც შესაბამისი ადგილი გამოინახა დისკუსიის გასამართად.
შეხვედრა მეექვსე კორპუსში ჩატარდა. დამსწრეთა ნაწილი ფეხზე იდგა, რადგან აუდიტორიაში საკმარისი ადგილები არ იყო.
თსუ-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ აუდიტორია 115 მთელი დღის განმავლობაში დაკავებული იყო თსუ-შპაიერის ღონისძიების ჩატარების გამო, სტუდენტები კი ამბობენ, რომ პანელური დისკუსიის მიმდინარეობის პარალელურად აუდიტორია დაკეტილი დახვდათ.
მიზეზი თუ რატომ ვერ მოხერხდა პირველ კორპუსში აუდიტორიის გამოყოფა ვკითხეთ ზურაბ მატიაშცილსაც, მისივე თქმითაც აუდიტორიები წინასწარ იყო დაჯავშნილი და სხვა მიზეზი არ არსებობდა.