ახალი ამბები
აზერბაიჯანის პოლიციამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ოფისი დაარბია – OC media

აზერბაიჯანის პოლიციამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ოფისი დაარბია – OC media

პოლიციამ აზერბაიჯანში ToplumTV-ის ოფისი დაარბია. დაკავებულია 2 ჟურნალისტი – ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი. – ინფორმაციას OC media ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის განუცხადა , რომ “ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ტარდებოდა”.

Mikroskop Media

BBC-ის ცნობითვე, ჩხრეკის შემდეგ ToplumTV-ის youtube არხზე არც ერთი ვიდეო აღარ იძებნება.

Toplum TV-ის თანადამფუძნებელმა, ალასგარ მამადლიმ მედიის YouTube არხიდან ვიდეოების გაქრობის შესახებ Facebook-ის ანგარიშზე დაწერა – „სცენა ნათლად აჩვენებს, რომ სამიზნე Toplum TV-ს საქმიანობაა“.

ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული აზერბაიჯანში არაერთი ჟურნალისტი დააკავეს – მედიის წინააღმდეგ რეიდი  Abzas Media -ს რამდენიმე თანამშრომლის დაკავებით დაიწყო. 

20 ნოემბერს,  პოლიციამ Abzas Media დირექტორი ულვი ჰასანლი  ქვეყანაში ფულის უკანონო შემოტანის ბრალდებით დააკავა.  ულვი ჰასანლის თქმით,  იგი ტაქსით აეროპორტში მიდიოდა, როდესაც ნიღბიანმა პირებმა გზა გადაუკეტეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჟურნალისტი თქმით, დაკავების დროს პოლიციამ მას სახეში ურტყამდა. ამავე დღეს, მალევე დააკავეს  Abzas Media-ს კიდევ 2 თანამშრომელი სევინჯ ვაგიფგიზი [მედიის მთავარი რედაქტორი]  და მაჰამედ კეკალოვი.  გამოცემა დაკავებებს მათ მიერ სამთავრობო კორუფციის შესახებ მასალების მომზადებას უკავშირებს და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჰასანლის დაკავება დაკავშირებულია  კორუფციულ გამოძიებასთან, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი მიზნად ისახავს დაპატიმრებით, დახუროს ეს მედია საშუალება, რათა კორუფციული დანაშაულების შესახებ ინფორმაცია არ მოაღწიოს თქვენამდე. მაგრამ, ვერანაირი დაკავება ან ზეწოლის სხვა მეთოდები ვერ შეგვიშლის ხელს თქვენთვის სწორი ამბების მოწოდებაში.” 

აღნიშნული CPJ-ისთან უარყო აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა და განაცხადა, რომ ჰასანლის დაპატიმრების მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირება ” სრულიად უსაფუძვლო” იყო. მინისტრის მტკიცებით, Abzas Media- ს ოფისში, სავარაუდოდ ნაპოვნი 40 000 ევრო კონტრაბანდული თანხაა. 

Abzas Media არ არის ერთადერთო გამოცემა, რომლის თანამშრომლებიც ამ პერიოდში დააკავეს. მაგალითად, ნოემბერშივე დააკავეს Kanal 13-ის დირექტორის აზიზ ორუჯოვიც. 

ზეწოლა Abzas Media -ს დაპატიმრებული ჟურნალისტების ოჯახის წევრებზე

OC Media -ს ინფორმაციით, ზეწოლა მიმდინარეობს Abzas Media -ს დაპატიმრებული ჟურნალისტების ოჯახის წევრებზე, კერძოდ: საბანკო ანგარიშების გაყინვა, სახელმწიფო შეღავათებზე წვდომის შეწყვეტა, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა და სხვა.

OC MEDIA ამერიკის ხმაზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაფიზ ბაბალს რამდენიმე ნათესავს საბანკო ანგარიშები გაუყინეს და სახელმწიფო შეღავათები გაუუქმეს. 

როგორც ამერიკის ხმის მასალაში ვკითხულობთ, აღნიშნულ თემებზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებს განმარტება არ გაუკეთებიათ. 

სასამართლომ ასევე პენსია  გაუყინა AbzasMedia-ს დირექტორის, ულვი ჰასანლის დედას. გამოცემის ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, ამიტომ გასაჩივრებას ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ. – ვკითხულობთ OC Media-ს მასალაში. 

მთავარი ფოტო: BBC