ახალი ამბები
ჩინეთში დოკუმენტალისტს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – მიზეზი „თეთრი ქაღალდის პროტესტის“ გაშუქებაა

ჩინეთში დოკუმენტალისტს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – მიზეზი „თეთრი ქაღალდის პროტესტის“ გაშუქებაა

ჩინეთის ხელისუფლებამ 2024 წლის 18 თებერვალს კინორეჟისორ ჩენ პინლინს [ ცნობილია ასევე , როგორც Plato] დოკუმენტურ ფილმში “თეთრი ქაღალდის პროტესტის” ასახვის გამო ბრალი წაუყენა – “ჩხუბის წამომწყებისა და უსიამოვნების პროვოცირების” მუხლით.

მისი დოკუმენტური ფილმი – Urumqi Middle Road – ნათელს ჰფენს დემონსტრაციების სერიას, სადაც მშვიდობიანი მომიტინგეები ცარიელი თეთრი ფურცლებით გმობენ ჩინეთის რეჟიმის ცენზურას და რეპრესიებს პოლიციელების მხრიდან.

ჩენ პინლინი შანხაიში 2024 წლის იანვრიდან არის დაკავებული და მას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს სი ძინპინი ჩინეთის ხელისუფლებაში მოვიდა ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ყოვლისმომცველი კამპანია დაიწყო. RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყნიდან ჩინეთი ბოლოდან მეორე 179-ე ადგილს იკავებს და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას უსწრებს. RSF-ის ინფორმაციითვე ჩინეთში სულ მცირე 121 ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების დამცველია დაკავებული.

წყარო: RSF