ახალი ამბები
სათვალე – 273

სათვალე – 273

  • COVID-19 ის შემთხვევებმა ქვეყანაში უკან პლანზე გადაინაცვლა, თუმცა ე.წ გრიპის სეზონზე ქვეყანაში ღორის გრიპი H1N1 და H1N2 ცირკულირებს. პედიატრთან და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან ინგა მამუჩიშვილთან ვსაუბრობთ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა ფაზაშია ახლა საქართველო;
  • “გახსოვდეს ვისი კოჯრისა ხარ” – თბილისის ქუჩებში გამოჩენილი მოლაპარაკე დრონი მოქალაქეებს 103 წლის წინანდელ მოვლენებზე უყვება;
  • ისტორია 8 წლის უკრაინელ ბიჭზე, რომელიც 2022 წლის 14 ივლისს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი წყალქვეშა ნავიდან გაშვებული რაკეტების სამიზნე აღმოჩნდა, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა. – ამერიკის ხმა;
  • როგორ გვიყვარდეს თავი ისეთი როგორიც ვართ, საზოგადოებრივი წნეხის გარეშე, როგორც ვცხოვრობთ ერთად მე და ჩემი სხეული – Girzzwave;
  • პროფესიული გადამზადების პროგრამა სამშენებლო და ლოჯისტიკური სფეროს წარმომადგენლებისთვის – USIAD -ის პროექტი “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის.