ახალი ამბები
მთავრობის სტრატკომის უფროსად “იმედის” საინფორმაციოს ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი დაინიშნა

მთავრობის სტრატკომის უფროსად “იმედის” საინფორმაციოს ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა – ინფორმაცია ამის შესახებ ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა სწორედ მას ცვლის მიშა ფეიქრიშვილი ამ პოზიციაზე.

მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2023 წლის მაისის ბოლოს გახდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, იმედში მას ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი შეცვლის.

მანამდე მიშა ფეიქრიშვილი პარლამენტში მუშაობდა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. მან 2021 წელს ამ პოსტზე მაგდა ანიკაშვილი შეცვლა, როცა ანიკაშვილი ტელეკომპანია “იმედში” გადავიდა.

რამდენადმე დღით, ადრე 6 თებერვალს წყაროზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება წერდა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიშა ფეიქრიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა.