ახალი ამბები
ფორმულაზე 2 გადაცემა იხურება – წამყვანები

ფორმულაზე 2 გადაცემა იხურება – წამყვანები

ტელეკომპანია ფორმულაზე 2 გადაცემა “სთორი” და “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ იხურება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად გადაცემის ავტორებმა გაავრცელეს.

ია ფარულავას განმარტებით, არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება.

“გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად “ ფორმულაზე იქნება თებერვლის ბოლომდე . არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება . დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ “ ია ფარულავას კონვერტზე “ და შემდეგ ამ ახალ პროექტში სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას წარმატებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ არცერთი წუთით არ მწყდება გული რადგან ასეთია ეს ბიზნესი” .

არხს გადაცემების დახურვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ტელეკომპანიისგან ინფორმაციის მიიღებს შემთხვევაში მასალა განახლდება.