ახალი ამბები
საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

საზაფხულო გაცვლითი პროგრამა ამერიკაში

ბენჟამინ ფრანკლინის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად განცხადების მიღება დაიწყო. ოთხკვირიანი პროგრამა აშშ-ში ვიზიტს გულისხმობს 2024 წლის 22 ივნისიდან 20 ივლისამდე და მას მთლიანად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. პროგრამის მასპინძელი პერდუს უნივერსიტეტია, რომელიც დასავლეთ ლაფაიეტში, ინდიანაში მდებარეობს.

ბენჯამინ ფრანკლინის ტრანსატლანტიკური სტიპენდია ინტენსიური მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა, რომელიც შექმნილია ახალგაზრდა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ოთხკვირიანი პროგრამა 16-18 წლის სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, როგორიცაა ახალგაზრდების ჩართულობა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ეკონომიკური კეთილდღეობა. პროგრამა მოიცავს ლექციების სერიას, სემინარულ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, გარდა ამისა პროგრამა სოციალურ და კულტურულ აქტივობებსაც მოიაზრებს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მონაწილე პროგრამის დაწყების დროს უნდა იყოს 16,17 ან 18 წლის. [მონაწილე დაბადებული უნდა იყოს 2006 წლის 22 ივნისამდე და 2008 წლის 22 ივნისამდე];
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; პროგრამის დასრულების შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე მონაწილე უნდა ჩაირიცხოს უნივერსიტეტში ან საშუალო სკოლაში თავისივე სამშობლოში;
  • აჩვენოს ლიდერობის ძლიერი პოტენციალი და ინტერესი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და დიპლომატიის მიმართ;
  • არ უნდა ჰქონდეს აშშ-ში სწავლის ან მოგზაურობის ისტორია და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე – tbilisiexchanges@state.gov.

განაცხადების მიღების ბოლა ვადა 2024 წლის 16 თებერვალია- თბილისის დროით 18:00.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

  • ორი ესე რომელთა სათაურებით მოცემულია აპლიკაციის ფორმაში;
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე თქვენი საშუალო სკოლის მასწავლებლის ან უნივერსიტეტის პროფესორის მიერ;
  • სკოლის მოსწავლეებმა – 2023 წლის შემოდგომის სემესტრის ნიშნები უნივერსიტეტის
  • სტუდენტებმა- თუ 2023 წლის შემოდგომის სემესტრის ქულების ხელმისაწვდომი არ არის წარმოადგინეთ 2023 წლის უახლესი ნიშნები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე –http://tinyurl.com/2s3z736d