ახალი ამბები
ბოლო 2 დღეში პრეზიდენტისა და 2 ტელეკომპანიის საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა

ბოლო 2 დღეში პრეზიდენტისა და 2 ტელეკომპანიის საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა

ტელეკომპანია ფორმულას განცხადებით 26 ინვარს გამთენიას მათ გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. გათიშულია პრეზიდენტის გვერდიც- President.ge.

ამჟამად პრეზიდენტის საიტზე შესვლისას აღარ ჩანს ჰაკერების მიერ დატოვებული მესიჯი – “დიდება რუსეთს”. ვარაუდობენ, რომ კიბერშეტევის უკან რუსული ჰაკერული ჯგუფი COZY BEAR-ია.

ამ დროისთვის [11:37] ფორმულას და პრეზიდენტის გვერდები კვლავ გათიშულია. მსგავსი შემთხვევა იყო გუშინ მთავარი არხის ვებ-გვერდთან დაკავშირებით.

არხის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად 2024 წლის პერიოდში გამოქვეყნებული მასალების წაშლას ცდილობდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირების JRC ამ დრომდე ცდილობს , მათგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.