FACT/FAKE
ირაკლი ზაქარეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ყალბი თარგმანით ავრცელებს

ირაკლი ზაქარეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ყალბი თარგმანით ავრცელებს

ირაკლი ზაქარეიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას ყალბი თარგმანით ავრცელებს.

რას [არ] ამბობს ბაიდენი?

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა 2023 წლის 18 ოქტომბერს თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შემდეგ გამოსვლაში აღნიშნა შემდეგი:

თარგმანი: 

“ისრაელის სახელმწიფო დაიბადა იმისთვის, რომ უსაფრთხო ადგილი ყოფილიყო ებრაელი ხალხისთვის. ამიტომაც დაიბადა. მე დიდი ხანია ვამბობდი: ისრაელი რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება მოგვიწევდა.” 

ორიგინალი: 

“The State of Israel was born to be a safe place for the Jewish people of the world. That’s why it was born. I have long said: If Israel didn’t exist, we would have to invent it.” 

სწორედ ეს მონაკვეთი აქვს ამოჭრილი ირაკლი ზაქარეიშვილს ბაიდენის გამოსვლიდან, რითაც ამტკიცებს, რომ თითქოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელშია დაბადებული. თუმცა, ბაიდენი აქ არსად არ ამბობს, რომ ისრაელში დაიბადა. 

ასევე, თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბაიდენი სკრანტონში პენსილვანიაშია დაბადებული.