FACT/FAKE
დააჯარიმებენ თუ არა მოქალაქეებს ლიეტუვაში 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო და რას არეგულირებს კანონი?

დააჯარიმებენ თუ არა მოქალაქეებს ლიეტუვაში 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო და რას არეგულირებს კანონი?

“არ არსებობს კანონი, რომელიც ხალხს ძეგლებზე ყვავილების დადებას უკრძალავს” – ეს პასუხი ლიეტუვას სახელმწიფო კანცელარიიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვაში მოქალაქეები 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო დაჯარიმდებიან. 

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ  4 მაისს გაავრცელა. ინფორმაციის საილუსტრაციოდ მას თითქოს პოლიციის განცხადებაც მოჰყავს. 

«ყვავილების განთავსება იმ ადგილებში, სადაც საბჭოთა ძეგლების ახლა დემონტაჟია, განიხილება, როგორც ამ აგრესიის ობიექტების განდიდება». – განაცხადა რესპუბლიკის პოლიციამ.” – ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

მსგავსი განცხადება ლიეტუვის პოლიციის გვერდზე არ იძებნება, სახელმწიფო კანცელარიისგან მიღებულ წერილში კი ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთავრობამ კანონი მიიღო, რომელიც კრძალავს 9 მაისს გარკვეული სახის საჯარო ღონისძიებების, დემონსტრაციების, დღესასწაულების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. კრიტერიუმები, თუ რა სახის საქმიანობაა აკრძალული ამ დღეს, კანონის პირველი მუხლით არის განსაზღვრული.

აღნიშნული კანონი ძალაში 2023 წლის 26 აპრილს შევიდა  და მისი შინაარსი შემდეგია: 

9 მაისს ცალკეული საჯარო ღონისძიებების გამართვის აკრძალვის შესახებ:

ნაწილი 1. ამ კანონის მიზანია:

სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, არეულობის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა;

თავიდან აიცილონ ლიეტუვის, როგორც დემოკრატიული და ეროვნული სახელმწიფოს დაკნინება და საფრთხე, მათ შორის საზოგადოების დაყოფა, ომის განდიდება, სამხედრო აგრესია, ტოტალიტარიზმი და ძალადობა, ასევე ისტორიული მოვლენების არაზუსტი ასახვა;

სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ ხალხს, რომლის სახელმწიფო სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საფრთხე ემუქრება, და პატივი მიაგოს უკრაინაში დაღუპულთა და დაღუპულთა ხსოვნას.

მუხლი 2. ეს კანონი კრძალავს საჯარო გასართობ და სადღესასწაულო ღონისძიებებს, მიტინგებს, მსვლელობებსა და პიკეტებს (შემდგომში „საჯარო ღონისძიებები“) საჯარო ღია სივრცეებში ლიეტუვას მიერ მთელ ტერიტორიაზე 9 მაისს, გარდა იმ საჯარო ღონისძიებებისა, რომლებიც შეესაბამება მიზანს. ამ კანონის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული.

მუხლი 3. თუ საჯარო ღონისძიება არ შეესაბამება ამ კანონის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მიზანს და საჭიროებს მუნიციპალურ ნებართვას მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ გასცემს შესაბამის ნებართვას.

მუხლი 4. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება აკრძალულია 9 მაისს მთელი დღის განმავლობაში და 10 მაისის დილის 07:00 საათამდე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას 9 მაისს აღნიშნავენ, დასავლეთის ქვეყნები, კი 8 მაისს. რუსეთი ამ დღის 9 მაისს აღნიშვნით ნაცისტური გერმანიის დამარცხების პროცესში თავისი როლის განდიდებას ცდილობს. კერძოდ, გერმანიის მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციას ხელი მოაწერა ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალმა, ვილჰემ კაიტელმა. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით მეორე მსოფლიო ომში გერმანიის შეიარაღებული ძალების მოქმედება ოფიციალურად 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე შეწყდა .მოსკოვის დროით საბჭოთა კავშირში უკვე 9 მაისი იყო.  ამიტომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 9 მაისი დამკვიდრდა. 

აღსანიშნავია, რომ 9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედაც ითვლება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნახშირის და ფოლადის მრეწველობის გაერთიანების ინიციატივის შესახებ განაცხადა, რამაც ევროკავშირის შექმნას საფუძველი ჩაუყარა.