ჩვენზე
![300 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული გადამზადების ცენტრი – USAID-სა და ელემენტ ჰოლდინგის თანამშრომლობა 300 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული გადამზადების ცენტრი – USAID-სა და ელემენტ ჰოლდინგის თანამშრომლობა](https://jrc.ge/wp-content/uploads/2023/12/3.00_16_46_22.Still008-1024x576.png)
300 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული გადამზადების ცენტრი – USAID-სა და ელემენტ ჰოლდინგის თანამშრომლობა
USAID-ის პროგრამასთან, ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტ ჰოლდინგი პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ხსნის. ცენტრში 300-მდე სტუდენტის გადამზადდება იქნება შესაძლებელი და იქ ისინი 13 სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლიან. მათ შორის: გათბობა-ვენტილაციის, კარკასული მშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, მშენებლობის ხარისხის მართვის და სხვა. აღნიშნული პროგრამების შერჩევას წინ უძღოდა სამშენებლო სექტორის მოთხოვნების კვლევა, რომლის ფარგლებში დამსაქმებლებმა მათთვის საჭირო და დეფიციტური პროფესიები დაასახელეს.
jrc
0