FACT/FAKE
<strong>დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიაში ენერგოკრიზისია</strong>

დეზინფორმაცია, თითქოს გერმანიაში ენერგოკრიზისია

“ფოტოზე ჩანს რეკვიზიტი – შეშა, რომელსაც 2019 წლის შემდეგ ვიყენებთ სარეკლამოდ” – ასე უპასუხა ლიდიმ JRC-ს , როცა ჩვენ მაღაზიის ქსელთან პრორუსული წყაროებზე გავრცელებულ ფოტოს ვამოწმებდით. 

რა მოხდა? 

2022 წლის ნოემბერში სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციით, გერმანიაში უკრაინის ომის ფონზე დაწესებული სანქციების პირობებში ენერგოკრიზისია, რის გამოც მოსახლეობას შეშით გათბობა უწევს. ამის საილუსტრაციოდ კი ქსელში ეს ფოტო ვრცელდება აღწერით: ” გერმანია ზამთრისთვის ემზადება”

ფოტოზე გერმანიაში არსებული მარკეტების ქსელის lidl-ის ლოგოს ვხედავთ, ინფორმაციის დასაზუსტებლად JRC- მას დაუკავშირდა. 

მათგან მოწოდებული ოფიციალურ მეილში ვკითხულობთ: 

“ფოტოზე ჩანს შეშა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად, ბუხრების ასანთებად. ეს არის სარეკლამო ნივთი, რომელსაც ჩვენ გერმანიის  Lidl-ში მომხმარებელს ვთავაზობთ შეზღუდული სარეკლამო პერიოდით წლის მეოთხე კვარტალში – და ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ  2019 წლის შემდეგ. ” 

იმ მცრადი აზრის გასამტკიცებლად, რომ თითქოს რუსული გაზის გარეშე ევროპა ენერგოკრიზიისის წინაშეა, არაერთი რუსული დეზინფორმაცია ვრელდება . ჩვენმა გუნდმა მსგავსი ყალბი ამბები აქამდეც გადაამწომა, მაგალითად მოლდოვაზე.