მისია
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC) 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ლოკალური დემოკრატიების განვითარების მიმართულებით, სამ ძირითად დონეზე:
განათლება (ვავითარებთ ჟურნალისტური განათლების პროგრამებს) წარმოება (ვართ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორები და გვაქვს თანაწარმოება DW -სთან , BBG- სთან Open Media Hub -თან და სხვა) და განვითარება (ვმუშაობთ ძირითადად რეგიონული მედიის განვითარებისთვის, ამ მიზნით ასევე ვავითარებთ რეგიონულ ჟურნალისტურ სკოლებს).
JRC არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის აქტიური წევრი და ამჟამად ფასილიტატორი ორგანიზაცია.
JRC არის ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ბაზა დედაქალაქში და ემსახურება მაუწყებელთა ალიანსის წევრ რეგიონულ მედიებს პროგრამული მრავალფეროვნების, ინსტიტუციური მდგრადობისა და პროფესიული წვრთნის მიმართლებას. JRC მაუწყებელთა ალიანსის ოფისს წარმადგენს თბილისში. ასევე JRC თანამშრომლობის მემორანდუმით დაკავშიებულია რეგიონულ ონლაინ, ბეჭდურ, რადიო კომპანიებთან , სულ 48 მედიასაშუალება. მედიათა დაფარგვა მოიცავს საქართველოს ცხრავე რეგიონს.