ვინ ულოცავს პუტინს დაბადების დღეს?
გერმანიის ფედრალური პარლამენტის ბუნდესტაგის კედელზე პუტინის დაბადებისდღისთვის მისალოცი ტექსტი შემდეგი წარწერით გამოჩნდა:
“Россия сделает все, чтобы образумить горячие головы Запада”! – “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს დასავლეთში თავგახურებულების გონზე მოსაყვანად”
სოციალურ ქსელში ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს პერფორმანსი გერმანიის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.
ვინ [არ] მიულოცა პუტინს დაბადების დღე რეალურად?
ინფორმცია, რომ მისალოცი ტექსტის კედელზე გაშვება გერმანიის მთავრობის იდეით იყო ორგანიზებული , სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული, JRC-ის კითხვის საპასუხოდ, ოფიციალური მეილით უარყო გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
“ეს ინფორმაცია არასწორია. გერმანიის მთავრობა აბსოლუტურად არ იყო ინფორმირებული ან ჩართული ამ საზიზღარ ინციდენტში. ” – წერია მეილში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში ხალხის ძალიან მცირე რაოდენობა ჩანს და ის არ გამოხატავს არც გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას.