იბარებს თუ არა კლინიკა სისხლს, მხოლოდ ,,სუფთა სისხლის” უკრაინელებისგან

იბარებს თუ არა კლინიკა სისხლს, მხოლოდ ,,სუფთა სისხლის” უკრაინელებისგან

” ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას ჩვენი დონორებს წარმოშობის მიხედვით “ – უკრაინის რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტმა ეს წერილი  იმ რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ისინი ” ბიომასას მხოლოდ სუფთა სისხლის უკრაინელებისგან, იღებენ რომლებსაც არ ჰყავთ ნათესავები რუსეთიდან“. 

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას? 

“კიევის რეპროდუქციული მედიცინის კლინიკა: „ბიომასალა მიიღება მხოლოდ სუფთა სისხლის უკრაინელებისგან, რომლებსაც არ ჰყავთ ნათესავები რუსეთიდან“. აშკარად არ არის ნაციზმი უკრაინაში.” – ფოტო ამ აღწერით ტვიტერზე 2022 წლის 4 ოქტომბერს მარია დუბოვიკოვამ გამოაქვენა. მოგვიანებით კი ტვიტი რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა გააზიარა. 

ფოტოზე, რომელსაც ისინი ავრცელებენ კლინიკა DAKHNO-ს რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტის ლოგოა დატანილი. 

რას ამბობს გავრცლებულ პლაკატზე თავად კლინიკა? 

თუ კლინიკის ოფიცილაურ საიტს ან Facebook გვერდს ეს ესტუმრებით, პირველივე ჯერზე თვალში მოგხვდებათ მინიშნება, რომ აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. 

დეზინფორმაციის საპასუოდ კლინიკამ განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელა. 

განცხადებაში ვკითხულობთ შემდეგს: 

რუსულმა პროპაგანდამ რეპროდუქციული მედიცინის სფერომდეც მოაღწია. გუშინ პრორუსულ რესურსებზე გაჩნდა აბსურდული ამბავი, რომ რეპროდუქციული მედიცინის ინსტიტუტი «ДАХНО» ამჟამად იღებს ბიომასალას მხოლოდ „სუფთა სისხლის უკრაინელებისგან, რომლებსაც რუსეთში ნათესავები არ ჰყავთ“. ჩვენი პასუხი ამ განცხადებაზე მარტივი და გასაგები იქნება: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პაციენტების სასიკეთოდ და არ გადაგვაქვს ყურადღება რუსულ პროპაგანდისტულ ყალ ამბებბზე. 

შეგახსენებთ, რომ კლინიკის მთავარი ღირებულებაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ოჯახმა იცოდეს მშობლობის ბედნიერება. ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით დონორების შერჩევას და ვამოწმებთ, რომ მათი სამედიცინო ჯანმრთელობის მაჩვენებლები შეესაბამებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს 09.09.13 787 ბრძანებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვახდენთ დისკრიმინაციას ჩვენი დონორებს წარმოშობის მიხედვით “ . 

აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ გადამოწმებულ ამბებს სხვა ფაქტჩეკერი ორგანიზაციებიც ავრცელებნ.