FACT/FAKE
<strong>ცხადდება თუ არა საქართველოში სამდღიანი გლოვა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო? </strong>

ცხადდება თუ არა საქართველოში სამდღიანი გლოვა ყირიმის ხიდის აფეთქების გამო? 

“ყირიმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება და დროშები დაეშვება” – ინფორმაცია ამის შესახებ 2022 წლის 9 სექტემბერს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ” მრისხანე ბაბუაწევერა” გაავრცელა.  ინფორმაციის საილუსტრაციოდ მას საქართველოს პრემიერ-მინისტრის Twitter ანგარიშის ვიზუალით გაყალბებული სქრინი მოჰყავს. 

რეალურად ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-ზე ბოლო პოსტი 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ის ღარიბაშვილისა და ევროკომიისიის პრეზიდენტის შეხვედრას ეხება. 

გავრცელებული ინფორმაცია, უარყვეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც. მსგავსი შინაარისის ინფორმაცია არ იძბენება არც მთავრობის გვერდზე და არც სხვა სანდო წყაროებში.