FACT/FAKE
<strong>კადრი ფილმიდან თუ ჰოლანდიელი ფერმერების პროტესტი? </strong>

კადრი ფილმიდან თუ ჰოლანდიელი ფერმერების პროტესტი? 

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი ფერმერები მთავრობის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. ამის საილუსტრაციოდ კი ქსელში ეს ფოტო ვრცელდება. 

ასახავს თუ არა ფოტო 2022 წელს და ჰოლანდიელი ფერმერების პროტესტს? არა, რეალურად ფოტო 2013 წელს გადაღებული ფილმიდან ” გაუმარჯოს გლეხურ სიყვარულს” აღებული. 

ფოტო გვხვდება imdb საიტზე ფილმის ფოტო-გალერიის დათვალიერებისას, კადრი ჩანს ფილმის ტრეილერშიც თაიმკოდით [1:29 – 1:33]. 

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიაში ფერმერები პროტესტს ნამდვილად მართავენ.

ჰოლანდიის მთავრობამ 10 ივნისს შეიმუშავა კანონი  2030 წლისთვის ზოგიერთ რაიონში აზოტით დაბინძურების 70%-მდე შემცირების მიზნით. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მოსახლეობის პროტესტი. ფერმერები ამბობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება უსამართლოა, მათი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება ჰოლანდიური პირუტყვის რაოდენობის 30%-ით შემცირებას გამოიწვევს.

აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა უცხოურმა ფაქტჩეკრმა ორგანიზაციამაც – KNACK.BE.