ჰუმანიტარული დახმარება, თუ უკრაინული მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტი? – რა დაარიგეს კადიროველებმა

ჰუმანიტარული დახმარება, თუ უკრაინული მაღაზიებიდან მოპარული პროდუქტი? – რა დაარიგეს კადიროველებმა

“Борошно” , “Лікарська”  – პროდუქტებზე ამ უკრაინულ წარწერებს იმ ვიდეოში ვხედავთ, რითაც კადიროვს სურს დაამტკიცოს, რომ  უკრაინაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებს. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო კადიროვის ვიდეოსთან დაკავშირებით ტელეგრამზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას “კადიროველები” გაძარცვული უკრაინული მაღაზიებიდან არიგებენ, გერაშენკოს ამის საილუსტრაციოდ ვიდეოდან რამდენიმე ფოტო მოაქვს. 

ფოტოების აღწერაში კი წერს შემდეგს: 

“შედით ქალაქებში, დაბომბეთ ისინი, დააშინეთ ადგილობრივები და შემდეგ მიეცით მათ ჰუმანიტარული დახმარება გაძარცვული მაღაზიებიდან და დაყაჩაღებული ჰუმანიტარული დერეფნებიდან.”

გარდა იმისა, რომ ფოტოებზე პროდუქტებს სახელწოდებები მართლაც უკრაინულად წერია. ჩვენ გადავამოწმეთ  ,,კადიროველების” მიერ გავრცელებული ვიდეო და დამოუკიდელ უკრაინულ წყაროსთან გადავამოწმეთ წარწერები.  

მაგალითად, აი ეს სერველადი, რომელიც ვიდეოში ჩანს “Ходорівський м’ясокомбінат” ანუ შპს „ხოდორივის ხორცის შესაფუთ ფაბრიკას“ ეკუთვნის – ეს საწარმო კი ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია უკრაინაში.

ვიდეოში ასევე ჩანს  ფქვილი უკრაინული წარწერით “Борошно” და ძეხვი წარწერით “Лікарська”.