ახალი ამბები
გაჩერება

გაჩერება

ხუთშაბათს, 28 ნოემბერს ოკრიბის მიწას  ჩემი თანასოფლელი მიაბარეს , ის ერთ-ერთი იყო ვისაც ვიცნობდი , რომელიც თბილისშიც კი არასდროს ყოფილა…

ვიცნობ ათეულობით ადამიანს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ზღვა არასდროს უნახავთ…

ვიცნობ უფრო მეტს, ვინც არასდროს მჯდარა თვითმფრინავში, არც 37 მანეთად, არც 37 ევროდ …

ზღვას,  თბილისს, უცხო ქვეყნებს  ისინი მხოლოდ ტელევიზორში ხედავენ, რადგან ტელევიზორი უფასოა, ინტერნეტი ძვირი და ვიდეოგაჭედილი, ისეთი ხარისხი აქვს.

ტელევიზორი  ჩემს სოფელში ყველაზე ხარისხიანად ,,იმედს“ უჩვენებს. ,,იმედი“ 28 ნომებერსაც  ირაკლი კობახიძეს აჩვენებდა

,,დღეს მივიღეთ. გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“ – ისმონდა ყუთიდან.

ჩემს მეზობლამდე ტყიბული – ქუთაისის მატარებლის გამცილებელი გარდაიცვალა, 40 წელი დადიოდა წრეზე: ტყიბული – ქუთაისი – ტყიბული…ვიდრე მატარებელიც დადიოდა.

გამცილებელი ადგილობრივებმა 10 წლის წინ გადაღებულ ვიდეოზე გამოიტირეს, ჩემამდე სულ ,,ნოტიფიკეიშენებად“ მოვიდა, თუ როგორი კეთილი კაცი იყო…

ქუთაისი-ტყიბულის მატარებელი 2015 წელს გადავიღე, პირველ წელს, ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებიდან.

ხელშეკრუელბაში ერთ-ერთი მუხლი ეროვნული სატრასნპორტო პოლიტიკის, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის გაუმჯობესაებას ეხებოდა. ვალდებულება ითვალისწინებდა ეკოლოგიურად სუფთა , ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემის შექმნას, ტექნიკური აღჭურვილობის პარკებისა და ინფასტრუქტურის გაუმჯობესების ჩათვლით. 2015 წელსვე დავთქვით, რომ ამ მუხლის მოქმედების შედეგს 10 წლის შემდეგ იმავე მარშრუტზე ვნახავდი …

ვნახე … გაჩერებულია