ვამზადებთ ძლიერ კოორდინაციას – ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

“ბოლომდე ბრძოლაში მეც ვიქნები” “ვამზადებთ ძლიერ კოორდინაციას, ძლიერი კოორდინაცია არის ის რაც უძლებს ყველაფერს,”- სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, პროტესტზე და რეგიონებში მართვის სისტემურ პრობლემებზე გადაცემაში “სათვალე”.

როდესაც ქალი ხარ პოლიტიკაში

ინტერვიუ ქეთი მურღულიასთან – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. ასაკი, გარეგნობა, ჩაცმულობა, მანიპულირება ყალბი ფოტოები და ტყუილები ფაქტების ნაცვლად – ერთი მიზნისთვის, დააკნინო ქალი ოპონენტები და ზოგადად, შემცირდეს ქალთა მონაწილეობა აქტიურ საჯარო ასპარეზზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, წინასაარჩევნოდ შეისწავლა გენდერული დეზინფორმაციის გავრცელების წყაროები და ფორმები. მკვლევარი ქეთი მურღულიაა “სათვალის” სტუმარი.

პროტესტი “მომღიმარი ბიჭისთვის” – პროტესტი “სეუ”-თან

“მოღიმარი ბიჭის” მომდევნო სასამართლო პროცესი 6 მარტსაა დანიშნული. 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც “სეუ”_ს პირველკურსელია, 4 დეკემბერს, აქციაზე ნივთის სროლის გამო, დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სტუდენტს ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. მისი ადვოკატის თქმით, კადრებშიც კი არ ჩანს, თუ სად ეცემა ან ვის ხვდება ნივთი, რომლის სროლასაც მას ედავებიან. ერთი თვეა, ირაკლი მიმინოშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად, მისი გათავისუფლების […]

ჩვენ გვჭირდება “გეგმა B” – ინტერვიუ TUT.BY-ის ყოფილ მთავარ რედაქტორთან, რომელმაც ციხეში 10 თვე გაატარა

ინტერვიუ ბელორუს ჟურნალისტთან, ოლგა ლოიკოსთან (TUT.BY), რომელიც ლუკაშენკოს ციხეში 10 თვე იჯდა და ტერორიზმშიც კი ედებოდა ბრალი. მზია ამაღლობელი უკვე 1 თვეა ციხეში შიმშილობს, ოლგას მიმართვა მზიას და ბელორუსულ-ქართული მოვლენების პარალელი.

რატომ აარჩია სისტემამ მსხევრპლად რეზი კიკნაძე ? – ინტერვიუ ადვოკატთან

რეზიმ სასამართლოს სხდომაზევე დაასახელა იმათი გვარები ვინც ლისზე აიყვანეს და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მასზე, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია, – რეზი კიკნაძის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი. ადვოკატი ამბობს, რომ სისტემა ეცადა 2 000 გვერდიანი საქმის გასაცნობად მხოლოდ 1 საათი და 10 წუთი მიეცათ. რეზი კიკნაძის საქმის სამართლებრივი დეტალები.

როდესაც შვილის საწოლი ცარიელია – რეზი კიკნაძის საქმე

რეზი კიკნაძე 6 დეკემბერს, მეტროსთან დააკავეს. ამბობს, რომ ჯერ ლისზე აიყვანეს და დაშინებით აღიარების მიღებას ცდილობდნენ, შემდეგ 6 საათი არც ბორკილები მოხსნეს და არც საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება. რეზი რუსთავიდანაა, დედა ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს, მამა ადგილობრივ ბაზარში. შვილი ბოლოს სასამართლოში ნახეს, სადაც შიმშილობის გამო რეზიც და დედამისიც ცუდად გახდა. მაია ლეკიშვილმა იმდენივე დღე იშიმშილა, რამდენიც მისმა შვილმა. ამბობს, რომ ღამით შვილის […]

ინტერვიუ დოდი ხარხელთან

ვინ დგას აქციაზე და რას აპროტესტებენ 28 ნოემბრის შემდეგ თბილისის ქუჩებში მომიტინგეები – ინტერვიუ დოდი ხარხელთან. დოდი ერთ-ერთია იმათგან, ვის სახლშიც პოლიცია  შევიდა, ის აქტიურადაა ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში.

ევა სადიკოვა – დამკვირვებელი მარნეულიდან

ევა სადიკოვა 26 ოქტომბრის არჩევნებს მარნეულის მე-4 უბანზე აკვირდებოდა. დამკვირვებლად წელს ის მეორედ იყო. ევა გვიყვება დარღვევებზე, უბანზე არსებულ გარემოზე და დამკვირვებლებზე. “მინდოდა დემოკრატია, ხალხის ხმა, ჩემი ხმა დამეცვა” – ამბობს ევა.

6 წელი 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის – ომარ ოკრიბელაშვილის საქმე

“შვილებო თქვენ გაგიმარჯოთ, მაგრად იყავით, გაუძელით” – ასე მიმართა ომარ ოკრიბელაშვილის მამამ რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ომარის მამის თქმით, შვილის დაკავების შემდეგს მასაც დასდევენ, გვიყვება, რომ მუხიანის პოლიციიდან დაურეკეს და “გაჩერება” ურჩიეს. ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 11 ნოემბერს არის ჩანიშნული.

არჩევნები 2024 – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ თქვენი ხმის დასაცავად

ინფორმაცია, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე უბანზე მისულმა უნდა იცოდეთ  არჩევნები  2024 – რა უნდა ვიცოდეთ თემაზე, ინტერვიუში ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები საუბრობენ: ელენე რუსეცკაია – ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; ირმა პავლიაშვილი – იურისტი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი, “ღია სივრცე კავკასიის” თავმჯდომარე.