“The Dragon Dance- ჩინეთის გავლენა ქართულ მედიასა და აკადემიაზე

მედია ანგარიში იკვლევს თუ როგორ პოზიციონირების ჩინეთი სხვადასხვა ქართულ მედიასაშუალებებში, აკადემიურ სფეროებში. ანგარიში 2023 წლის 1 აპრილიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მედია საშუალებებზე: მთავარი არხი, TV პირველი, საზოგადოებრივი მაუწყებელი, POSTV , BM.ge, Sinomedia.ge, Sinologia.ge, SputnikGEO. კვლევა ქართულად. კვლევა ინგლისურად.

44 მილიონი ევრო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის – რას აკეთებს ევროკავშირი სექტორისთვის

2023 წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა, ექსპორტის ზრდა, ინოვაციების დანერგვაა. საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერისათვის ევროკავშირის მიერ გაცემული თანხით შექმნილი შესაძლებლობით 2023 წლის მონაცემებით 39 ათასზე მეტმა საწარმომ ისარგებლა.

საბა მეფარიშვილს ჯებირის დაზიანების საქმეზე 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ის დღეს ადმინისტრაციული წესით 2000 ლარითაც დააჯარიმეს

საბა მეფარიშვილი, რომელსაც ჯებირის დაზიანების გამო 3-6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ადმინისტრაციული წესით 2000 ლარითაც დააჯარიმეს. “ერთი და იგივე ქმედებისთვის ადამიანის ორჯერ დასჯა შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა.” – გვეუბნება საბას ადვოკატი ანა გახოკიძე. ადვოკატის განმარტებით, სანამ საბას სისხლის სამართლის წესით დააკავებდნენ, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და მან 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. საბასთან […]

“განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირის 7 მილიონიანი პროექტი საქართველოში

15 ივლისს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი თანამედროვე ცოდნით/უნარებით აღჭურვისთვის წლებია ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამასა და ინიციატივას ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთია “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs). პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო 9 პროექტით და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით, შედეგად: პროგრამით მოქალაქეებმა საქართველოს 8 რეგიონში ისარგებლეს. “ისწავლე დასაქმებისთვის” პროექტის ფარგლებში დასაქმების ფორუმი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, დაორგანიზდა […]

სათვალე -288

ლუკა საფარიძე 16 მაისს დააკავეს, ის ვანში ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, თბილისში სამუშაოდ ხელოსნად ჩამოვიდა. როგორ არის ის დაკავების შემდეგ საკანში და რამდენად ახლოს ვართ სისტემურ ნულოვან ტოლერანტობასთან ინტერვიუ ლუკა საფარიძის დედასთან და ადვოკატთან; რა გზა რჩებათ მოქალაქეებს საკუთარი ხმის დეპუტატებამდე მისატანად, როდესაც მათ ჩვენი საერთოდ აღარაფერი ესმით – მოქალაქეების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერების წინააღმდეგ; მშვიდობიანი პროტესტი დანიაში საქართველოს საელჩოს წინ […]

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის

ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის პრაღაში ათდღიან ინტენსიურ კურსზე მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო. სტიპენდია Bakala Foundation-ის მიერ არის გამოცხადებული. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მედიის შესახებ არსებულ ახალ ტენდენციებსა და მეთოდებს სემინარების, ვორქშოფებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით. პროგრამას უძღვებიან პროფესიონალები ისეთი ცნობილი საერთაშორისო მედია საშუალებებიდან და სააგენტოებიდან, როგორიცაა CNN, The New Yorker, Bloomberg, Reuters, Associated Press და სხვები. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის […]

300 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული გადამზადების ცენტრი – USAID-სა და ელემენტ ჰოლდინგის თანამშრომლობა

USAID-ის პროგრამასთან, ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტ ჰოლდინგი პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ხსნის. ცენტრში 300-მდე სტუდენტის გადამზადდება იქნება შესაძლებელი და იქ ისინი 13 სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლიან. მათ შორის: გათბობა-ვენტილაციის, კარკასული მშენებლობის, შრომის უსაფრთხოების, მშენებლობის ხარისხის მართვის და სხვა. აღნიშნული პროგრამების შერჩევას წინ უძღოდა სამშენებლო სექტორის მოთხოვნების კვლევა, რომლის ფარგლებში დამსაქმებლებმა მათთვის საჭირო და დეფიციტური პროფესიები დაასახელეს.

მისია

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC) 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს ლოკალური დემოკრატიების განვითარების მიმართულებით, სამ ძირითად დონეზე: განათლება (ვავითარებთ ჟურნალისტური განათლების პროგრამებს) წარმოება (ვართ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორები და გვაქვს თანაწარმოება DW -სთან , BBG- სთან Open Media Hub -თან და სხვა) და განვითარება (ვმუშაობთ ძირითადად რეგიონული მედიის განვითარებისთვის, ამ მიზნით ასევე ვავითარებთ რეგიონულ ჟურნალისტურ სკოლებს). JRC არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის აქტიური […]