რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება „არასასურველი ორგანიზაციად“ გამოაცხადა
“რადიო თავისუფლება” რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებულ რეესტრის სიაში ” „არასასურველი ორგანიზაციები” რიგით 142-ე სუბიექტია.
რადიო თავისუფლების პრეზიდენტის სტივენ კაპუსის განმარტებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება არის უახლესი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის მთავრობა სანდო გაშუქებას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს.
„მილიონობით რუსი ჩვენზე იყო დამოკიდებული ათწლეულების განმავლობაში – მათ შორის რეკორდული აუდიტორია დაფიქსირდა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში – და ჩვენი ჩახშობის ეს მცდელობა მხოლოდ გააძლიერებს რადიო თავისუფლებას თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შესაქმნელად “, – ნათქვამია კაპუს განცხადებაში.
“არასასურველი ორგანიზაციის” კანონი რუსეთში
„არასასურველი ორგანიზაციის“ კანონი კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეგულაციაა, რომელიც რუსეთში 2015 წელს მიიღეს. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ] თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ ათობით მედია ორგანიზაცია 2021 წლიდან „არასასურველად“ გამოაცხადა. სიაში შედის რამდენიმე გადასახლებული და დამოუკიდებელი მედია საშუალება, მათ შორის მაუწყებელი Dozhd TV (TV Rain), Meduza, Novaya Gazeta Europe, iStories, The Insider, Bellingcat და Proekt.
გარდა ამისა, 2012 წლიდან რუსეთი იყენებს „უცხოელი აგენტების“ კანონს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსების დასასჯელად. ის ასევე სულ უფრო ხშირად გამოიყენება რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ჯგუფების დახურვისთვის მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2017 წელს რუსეთის ხელისუფლებამ რადიო თავისუფლება ე.წ. „უცხოური აგენტად“ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც გამოცემამ უარი თქვა 14 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმის გადახდაზე კანონის შეუსრულებლობის გამო.
ე.წ რუსული კანონი საქართველოში 2023 წლის მარტში “ხალხის ძალამ” დააინიციირა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შედეგად ქართულმა ოცნება იძულებული გახდა კანონი გაეწვია.