მედიაგანათლება
<strong>პარლამენტი მედიისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს ადგენს</strong>

პარლამენტი მედიისთვის საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს ადგენს

“ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის კაბინეტი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყო” – ეს და სხვა ქცევის წესები ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობისას 1 მარტიდან განესაზღვრებათ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, შესაბამის ბრძანებას დღეს 6 თებერვალს გამოსცემს. 

ბრძანების მიხედვით, ქცევის წესებთან ერთად ამოქმედდება აკრედიტაციის გაცემის ახალი წესიც.

მისი განმარტებით, ძალაში შევა 2 სახის აკრედიტაცია  – საპარლამენტო ჟურნალისტისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ.

ბრძანების მიხედვით განსაზღვრული იქნება პარლამენტში მომუშავე გადამღები ჯგუფების რაოდენობაც: კერძოდ: დიდ მაუწყებლებს, ეროვნულ მაუწყებლებს ეყოლებათ- 7 გადამღები ჯგუფი, სხვა ტელევიზიებს – 3; ონლაინ გამოცემების- 4, რადიოს– 2.

პაპუაშვილის თქმით, რეგულაციები ევროპული პარლამენტების გამოცდილებას ეფუძნება და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანი გარემოს უზრუნველსაყოფად მიიღება. 

აკრედიტაციაზე მოთხოვნა მედიებმა 20 თებერვლამდე უნდა წარადგინონ წესი, კი ძალაში  1 მარტიდან შევა.

პაპუაშვილის ვიდეო გამოსვლა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე თაიმკოდით [ 28:23 -35:34].