მედიაგანათლება
კანონის მიღება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი – ნათია კუპრაშვილი 

კანონის მიღება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი – ნათია კუპრაშვილი 

“ჩვენი პოზიცია მკაფიოა, პრინციპების დონეზე პირველ მოსმენაზე არ უნდა იყოს ეს კანონპროექტები მიღებული, რადგან ის ეხება ქვეყნის მომავალს და ჩვენს ღირსებას.” – ასე აფასებს  რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს  „უცხოეთის აგენტების“  შესახებ. 

“ახლა არის მომენტუმი, როცა შეგვიძლია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამის მიღება პრინციპების დონეზე ამ პერსპექტივას ასამარებს, ამასთან ის შეურაცხყოფს დამოუკიდებელ და თავისუფალ ხალხს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, რადგან ეს კანონი ეხება დამოუკიდებელ ხალხს, რომლებიც არასდროს “შეკვრია ბილწთ ზავით”, ვერანაირი კანონმდებლობა ვერ აიძულებს ამ ადამიანებს, ფეხი დაადგან ხატებს, რომლებსაც ისინი აღიარებენ. ისინი ვერ წავლენ თავის რწმენის წინააღმდეგ და ვერ მიიღებენ ამ შეურაცხყოფას – მათი ღირსების გათელვას. ჩვენი თხოვნაა, არ მიიღონ ეს პირველი მოსმენით, რადგან პრინციპების დონეზე ამის მიღება ნიშნავს იმის თქმას, რომ დასავლეთი არის მტერი. ამას არ გაატარებენ არც ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყნის მსახურები არიან და არც ისინი ვინც ამ ქვეყნის მეგობრები არიან. ” – თქვა ნათია კუპრაშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს შეხვდა. 

კანონპროექტი ” უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატებმა დააინიცირეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებებს გამოსავლენად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. 

უმრავლესობის მტკიცებით კანონი ამერიკული კანონის ანალოგია, თუმცა დამოუკიდებელი აქტორები მიუთითებენ, რომ კანონი რუსულია და საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება.