Day: October 21, 2019

ბედნიერი მომავლის ძიებაში – მიგრანტების ისტორია

ყოველწლიურად, ასობით მიგრანტი უსაფრთხო გარემოს და უკეთესი ეკონომიკური პირობების საძიებლად, ევროპისკენ მიემართება. ნაწილის მოგზაურობა მიზნის მიუღწევლად წყდება. ნაწილი – სანატრელ სამყაროს სიცოცხლის საფრთხის ფასად პოულობს. ჰუდა ჰასვანე გაგაცნობთ ამ ისტორიების ცოცხალ გმირებს. რეპორტაჟი, “ღია მედია ჰაბის” ხელშეწყობით არის მომზადებული.

ქალი პატრიარქალური საზოგადოებიდან, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების სიცოცხლეს იცავს

ბოლო წლების განმავლობაში, პატრიარქალური ტრადიციების მოლდოვაში გენდერული უთანაბრობის მიმართულებით, ვითარება უმჯობესდება. „მამაკაცის“ და „ქალის“ პროფესიებად შერაცხულ სფეროებში, გამყოფი ხაზი ფერმკრთალდება. ტენდენციის მაგალითია ირინა ვულპე, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმვალობაში ანგელა მერკელის, ჯო ბაიდენის და არაერთი მაღალი თანამდებობის პირის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. რეპორტაჟის ავტორია ლიუდმილა ბარბა. მასალა მომზადებულია „ღია მედია ჰაბის“ მხარდაჭერით.

ქორწინება 13 წლის ასაკიდან და ოცნებად ქცეული განათლება

სომხეთში დაახლოებით 40,000 იეზიდი ცხოვრობს. ისინი ქვეყნის ყველაზე დიდ ეთნიკური უმცირესობის თემს წარმოადგენენ. ეთნიკური ადათები ხშირად განსხვავდება კანონმდებლობისაგან. შედეგად, იეზიდი გოგონები ხშირად საშუალო განათლებასაც წყვეტენ, უმაღლესი განათლება კი ოცნებას უტოლდება. ნელი ბაბაიანის რეპორტაჟი. მასალა მომზადებული.

ბავშვების აღმზრდელი მამაკაცი მოლდოვიდან

საშა, მოლდოველი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით სწავლა შეწყვიტა და საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობა არჩია. საკუთარი თავის ძიების პროცესში მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა და სამშობლოში დაბრუნდა. ახლა მას საკუთარი სალაშქრო კლუბი აქვს ბავშვებისთვის და საკუთარ თავს, სხვა აღმზრდელებთან ერთად მებაღეებს ადარებს, რომლებიც გრძელვადიანი კარგი შედეგის მისაღებად, საზოგადოების ყველაზე პატარა წევრებთან მუშაობენ. რეპორტაჟი მომზადებულია Moldova.org-ის …

ბავშვების აღმზრდელი მამაკაცი მოლდოვიდან Read More »

“მინდა რომ შევწყვიტო იმაზე ფიქრი რომ ვარ მარტო” – სამი აზერბაიჯანელი ქალის ისტორია

“მინდა რომ შევწყვიტო იმაზე ფიქრი რომ ვარ მარტო” – როგორია სტერეოტიპულ საზოგადოებაში ქალის ცხოვრება. ფინანსური დამოკიდებულების და საზოგადოების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სამი აზერბაიჯანელი ქალის ისტორია. Meydan TV-ის რეპორტაჟი, ღია მედია ჰაბის პროექტის ფარგლებში.