სათვალე – 291

როგორია სამყარო, რომელშიც მომავალ თაობას სურს იცხოვროს? კინოთეატრი, მუსიკალური ბენდის სივრცე, ბევრი სიკეთე და ნიჭის რეალიზების შესაძლებლობა – ახალგაზრდებს ახალციხიდან ვკითხეთ როგორი უნდათ რომ მათი ქვეყანა იყოს; ახალციხეში ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში, მოსახლეობა წლებია საკანალიზაციო სისტემის, წლის, ბუნებრივი არის გარეშე მხოლოდ დაპირებებით ცხოვრობს – TOK TV; ევროკავშირის მინისტრები საქართველოში რუსული კანიონის მიღების შემდეგ საპასუხო ზომებზე მსჯელობენ – რას უნდა ველოდოთ […]

რუსული კანონის გავლენა – ინტერვიუ მარიანა ბოლსთან

რუსული კანონის მიღების გამო ფონდმა „ფეა თრიიზმა” ონში გარკვეულ პროექტებზე მუშაობა შეწყვიტა “ეს კანონი უწინარესად საქართველოს რიგით მოქალაქეს აყენებს უდიდეს ზიანს. სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამებისგან სარგებელს პირველ რიგში ისინი იღებენ. ასე, რომ თითოეულ ქართველს მოვუწოდებ გამოიღვიძოს და გამოიყენოს მისთვის ბოძებული შანსი. რადგან ქართული ოცნება გადაიზარდა ოცნების კოშმარში” – ამბობს ინტერვიუში კომპანია ,,ფეა თრიიზ”-ის ხელმძღვანელი მარიანა ბოლსი.

მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე

ვსაუბრობთ მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე. რა პროექტები ხორციელდება ქვეყანაში ამ მიმართულებით დასავლელი პარტნიორების დახმარებით და როგორც ეხმარება ახალგაზრდებს ადგილობრივი ორგანიზაციები დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. გადაცემის სტუმრები:

ბიჭი ვანიდან – რატომ დააკავეს საბა მეფარიშვილი

“საბას სასამართლოზეც ეტყობოდა, რომ დაზიანებები ჰქონდა სახის არეში, გასაუბრების შემდეგ გვითხრა, რომ ფეხებშიც ურტყამდნენ. ის მიუთითებდა, რომ ერთ-ერთი ფეხი სტკიოდა და იქ არ დაერტყათ, მაგრამ პირიქით, როდესაც ის მიუთითებდა-ეს ფეხი მტკივა და აქ ნუ მირტყამთ, პირიქით, უფრო სისასტიკით ამ ლოკაციაზე ურტყამდნენ” – ამბობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი ანა გახოკიძე, რომელიც საბა მეფარიშვილს ინტერესებს იცავს. საბა მეფარიშვილი პოლიციამ 16 მაისს აქციაზე […]

6 წელი ჯებირის დაზიანებისთვის

ინტერვიუ გიორგი ოკრიბელაშვილთან 16 მაისს 05:30 საათზე პოლიციამ დააკავა 19 წლის ახალგაზრდა. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების მოტივით, რომლის ღირებულებაც პროკურატურისვე შეფასებით დაახლოებით 400 ლარია. დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილია, მან დაკავებამდე რამდენადმე დღით ადრე დაასრულა სავალდებულო სამხედრო სამსახური. გადაცემა “სათვალის” სტუმარია ომარ ოკრიბელაშვილის მამა, გიორგი ოკრიბელაშვილი.

ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის შემცველ ზარებზე

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების საქმე პროკურატურას გადასცა – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. უწყება ამბობს, რომ მოქალაქეებთან სატელეფონო ზარით დაკავშირება ერთგვაროვანი მეთოდის, სიხშირის და მასშტაბურობის გამოყენებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს. “გარდა სატელეფონო ნომრებისა, ზარის განმახორციელებელი პირებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, ცნობილია ზარის ადრესატების […]

პარლამენტის თვითნებობა და მედიის რეპრესიის პრაქტიკა – SJC-ის ანგარიში

პარლამენტში მოქმედი ე.წ. მედიის აკრედიტაციისა და უსაფრთხოების წესების ანალიზით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასკვნის, რომ მმართველი გუნდის მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა მედიისადმი რეპრესიული და დისკრიმინაციულია. ამ დასკვნას ცენტრი შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით აკეთებს: დოკუმენტში მოყვანილია მაგალითებიც, როდესაც ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ. მიზეზი კი აკრედიტაციის ახალი წესით დადგენილი მუხლის დარღვევა იყო, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის, ან საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფი პირის მიერ […]

“ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით” – ამ და სხვა ხარვეზების გამო ვენეციის კომისა 24 გვერდიანი დასკვნით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაიწვიოს რუსული კანონი არსებული ფორმით. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ქართული ონების მიერ ინიციირებული კანონი განსხვავდება ამერიკული FARA-სგან , თუმცა არაერთი მსგავსება აქვს რუსეთში, უნგრეთსა და ყირგიზეთში მოქმედ […]

სათვალე-286

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძის საქმეზე გაუთქმელობის შეთანხმება მოქმედებს – ინტერვიუში მის ადვოკატთან შოთა თუთბერიძესთან ვსაუბრობთ; საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, თვალსაჩინო მაგალითი იყო საბჭოთა პერიოდშიც, როგორც საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყანა. დღეს ბალტიისპირეთი კვლავ ქართველი ხალხის გვერდითაა, მათ შორის მათი მთავრობაც. მაგრამ სად არის ჩვენი მთავრობა?; რას აქვს ადგილი და რას არა საუნივერსიტეტო კედლებში? – “შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და […]

“ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი განცხადებით, პარლამენტს ის დღესვე გადაეცემა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს. “დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის გამართული იურიდიულად და დღესვე […]