სათვალე-281

გადაცემის ” სათვალე” ეს ეპიზოდი ბრიუსელში ევროკავშირის დედაქალაქში ჩაიწერა იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით 4 თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ, მეგობარ ქვეყნებთან ერთად კანდიდატის სტატუსის მინიჭება იზეიმა. ევროპარლამენტთან ქართველი ჟურნალისტები 4 თვის შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ გადაცემაში ნახავთ:

მკაცრად ვგმობთ საქართველოს მმართველი პარტიის განახლებულ მცდელობებს რუსული სტილის „უცხო აგენტის“ კანონის მისაღებად

მედიის თავისუფლების პარტნიორი ორგანიზაციები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მმართველი პარტიის განახლებულ მცდელობებს რუსული სტილის „უცხო აგენტის“ კანონის მისაღებად რომელიც საფრთხეს შეუქმნის მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო სივრცეს ქვეყანაში – განცხადებას ამ შინაარსით პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ხელახლა განხილვა ტეხს„ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მიერ გასულ წელს მიცემულ გარანტიებს, რომ კანონმდებლობის ხელახალი შემოღება ან გადახედვა არ მოხდებოდა. “მხოლოდ […]

რატომ არის ქართული ოცნების ინიციირებული კანონპროექტი რუსული და ანტიქართული?

“გეგმა B-ზე არ ვფიქრობ, არსებობს ერთადერთი გეგმა ეს კანონი ვერ უნდა მიიღონ” “ეს კანონი არის უცხო ქვეყნის, ჩვენი მტერი ქვეყნის ინტერესების გამტარი” “ჩემ შვილებთან ერთად მივალ პარლამენტთან, ოჯახთან ერთად დავდგები” ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი და “პუბლიკას” დამფუძნებელი ლიკა ზაკაშვილი საუბრობენ თუ რატომ არის ქართული ოცნების მიერ ინიციირებული კანონი რუსული და ანტიქართული, ასევე რატომ უქმნის ის საფრთხეს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ვიდეოში […]

„ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით

“რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი”, – დამოუკიდებელი მედია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის განხილვის განახლებას ეწინააღმდეგება და განცხადებით ეხმაურება. განცხადების მიხედვით, რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, […]

სათვალე-280

რატომ არის ტყუილი, რომ ეს კანონი ვითომდა გამჭვირვალობას ემსახურება, რა თანხას იღებს თვითონ საქართველოს მთავრობა დასავლეთიდან? Რატომ შეიძლება შეგეხოთ ეს კანონი თქვენ ? გიყვებით მერძევეების შესახებ წალკიდან, რომელთა არსებობა დიდი ალბათობით ანტიქართული, რუსული კანონის შემოქმედებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდებათ, ეს მათივე ვარაუდია. ლაქტაცია, ძუძუთი კვება – GrlzWave .

„ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტი ავლენს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ პოზიციას

“სტატუსს – [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია] აშკარა უარყოფითი კონოტაციები ექნება და თვითცენზურას გამოიწვევს”- განცხადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრები ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რებრენდირებული” კანონპროექტი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის მიმართული. “კანონპროექტი არის შარშანდელი, ძირითადად, სადავო ვერსიის კოპირება”. “სტატუსს [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია] აშკარა უარყოფითი კონოტაციები ექნება და თვითცენზურას გამოიწვევს. ჩვენი […]

“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას და ინიციირებას ეხმიანება

“სერიოზულ შეშფოთებას იწვევს” – ევროკავშირი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის დაბრუნებას და ინიციირებას ეხმიანება. განცხადების მიხედვით, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია და “ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის”. “ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯები. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება, ხოლო […]

მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი- აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

“კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს -გახდეს ევროკავშირის წევრი” – აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირებას განცხადებით ეხმაურება. პლატფორმის განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. განცხადების მიხედვით, პლატფორმა აჩერებს საქართველოს პარლამენტთან […]

„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ

„აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ. მედიის წარმომადგენლების განცხადებით, არ დაუშვებენ რუსული კანონის მიღებას და ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას. მათივე თქმით, აღნიშნულა კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი. განცხადების სრული ტექსტი: “ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი […]

ქართული ოცნება “რუსული კანონის” მიღებას ერთი წლის თავზე კვლავ აპირებს

ქართული ოცნებამ ერთი წლის თავზე “რუსული კანონი” კვლავ დააინიცირა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, გარდა ტერმინისა – „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ შეიცვლება. მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. “ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც […]