ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

საქართველოს ხელოვნების სასახლე, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, ყველასთვის საყვარელი ქართული მულტფილმის პერსონაჟების სტიკერების ნაკრებს უშვებს. R თბილისი, 2024 წლის ივლისი: ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება თითოეულ ჩვენგანს. ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები ხომ დიდობაშიც ჩვენი ცხოვრების მთავარი მეგზურები არიან. განსაკუთრებული ემოციების გასაცოცხლებლად და უნიკალური ქართული ანიმაციის უკვდავსაყოფად, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, […]

სათვალე – 295

რა სურს საქართველოს მოსახლეობას და რამდენად ითვალისწინებენ პოლიტიკური პარტიები ხალხის რეალურ საჭიროებებს-ამ საკითხებზე კვლევა სამეგრელოსა და კახეთში ჩატარდა; არჩევნები და რუსული კანონი – თემაზე გურიის სამოქალაქო ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა; ფრენბურთის მოედანი, თანამედროვე ბიბლიოთეკა და კინოთეატრი – ეს სურვილები ახალციხეში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით, ადგილობრივი ტელევიზია TOK TV ახალგაზრდებს მათ სურვილებსა და საჭიროებებზე ესაუბრა.

,,ევოლუშენის” გაფიცვა: შეხვედრამ პოზიციები უფრო დააშორა

“ევოლუშენში” გაფიცვის მე-8 დღეა. ახალგაზრდებმა გაფიცვის ლოკაციაზე – მექანიზაციის ქუჩაზე, კარვებიც გაშალეს და აპირებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩნენ. ევოლუშენის და გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა შედგა, თუმცა უშედეგოდ, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ. კითხვებით ჩვენ ევოლუშენს დავუკავშირდით. კითხვებზე: რატომ არ აქვთ ხშირი კომუნიკაცია გაფიცულებთან, რა ხდება სქრინშოთებში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, პასუხად მივიღეთ, რომ უხერხულია კითხვების კვლავ დასმა და პასუხები მათ ოფიციალურ […]

სათვალე – 294

ევროკავშირი გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, რას ელოდა და არ ელოდა დასავლეთი საქართველოსგან გერმანიის ელჩის ინტერვიუ სათვალეში; “განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირის 7 მილიონიანი პროექტი საქართველოში; რელიგიის თავისუფლება დოკუმენტური ფილმი “სამოქალაქო იდეასთან” თანამშრომლობით – #რაშეუძლიამოსამართლეს.

“განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირის 7 მილიონიანი პროექტი საქართველოში

“განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირის 7 მილიონიანი პროექტი საქართველოში ევროკავშირი წლებია უნარების განვითარებას და შემდგომ დასაქმებას აფინანსებს საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა “განათლება დასაქმებისთვის”. პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო 9 პროექტით და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილის მოძიებაში: უპირველეს ყოვლისა კი, უზრუნველყოს მათი უნარების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

“ჩვენ არ ველოდით იმას, რაც ამ გაზაფხულზე მოხდა” – ინტერვიუ გერმანიის ელჩთან

“ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია, ჩვენ ვამბობთ: აქ გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფო, გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უფლებები” – პეტერ ფიშერი. გერმანიის ელჩის თქმით არ ელოდნენ, რომ: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პარტნიორობისა და მეგობრობის შემდეგ, უცებ როგორღაც საქართველოსთვის საშიშები გავხდით, თურმე საქართველოს ვმტრობთ, საუბარია გლობალური ომის პარტიაზე და ლიბერალურ ფაშიზმზე. იმას, რაც ამ გაზაფხულზე მოხდა, კერძოდ კი საქართველოს იმ […]

“განათლება დასაქმებისთვის” – ევროკავშირის 7 მილიონიანი პროექტი საქართველოში

15 ივლისს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. ახალგაზრდების განვითარებისა და მათი თანამედროვე ცოდნით/უნარებით აღჭურვისთვის წლებია ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამასა და ინიციატივას ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთია “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs). პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან დაიწყო 9 პროექტით და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით, შედეგად: პროგრამით მოქალაქეებმა საქართველოს 8 რეგიონში ისარგებლეს. “ისწავლე დასაქმებისთვის” პროექტის ფარგლებში დასაქმების ფორუმი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, დაორგანიზდა […]

სათვალე – 293

უჩა აბაშიძის საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებების ნაწილი ბლოგერის სახლიდან არ არის ამოღებული – რა სიახლეებია მის საქმეში ადვოკატი შოთა თუთბერიძე საუბრობს; 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა -დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდა – როგორ წარიმართა სასამართლო სხდომა და ვინ არის საქმის მოსამართლე – ინტერვიუ ახალგაზრდების ადვოკატთან ანა გახოკიძესთან; სამართლიანი სასამართლოს უფლება, კონსტიტუციით გარანტირებული […]

400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – ინტერვიუ ადვოკატთან

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან აღმართული 400 ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. დაცვის მხარე მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.