ფინანსური პოლიცია ჩხრეკის მიზნით „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლებთან შევიდა
„ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქმარმა პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ჩხრეკის საფუძველი Atlantic Council-თან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაა. “მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს” – წერს ის სოციალურ ქსელში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის კიდევ ერთ […]