რა უნდა ვიცოდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე – ინტერვიუ ნინო დოლიძესთან

რატომ არის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, ვინ უფრთხილდება და იცავს ჩვენს ხმებს და კიდევ ბევრი რამ რაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ ნახეთ ინტერვიუში, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელთან ნინო დოლიძესთან.

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? – ინტერვიუ მარიამ თოხაძესთან

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? მას შემდეგ, რაც ირანმა პირდაპირ მიიტანა ისრაელზე იერიში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა, ხოლო ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას ახორციელებს და არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც, კონფლიქტის მასშტაბი, მის პოტენციურ განვითარებაზე საერთაშორისო გამოხმაურება არაერთგვაროვანი გახდა. რა მასშტაბი შეიძლება შეიძინოს კონფლიქტმა, ვინ არიან კონფლიქტში ჩართული მხარეების მოკავშირეები, რა ვიცით ჰამასის თავდასხმიდან ერთი წლის თავზე – მარიამ თოხაძე, CSD-ის უსაფრთხოების პროგრამების მრჩეველი […]

ინტერვიუ სტენდაპ კომიკოს ნინიკო ლეკიშვილთან

“მე ომში დავიბადე, მამაჩემიც იყო ომში, ძალიან ბევრი ტრავმა მოუტანა ამ ყველაფერმა, მაგრამ იბრძოდა თავისი შვილისთვის და იმისთვის, რომ გვეცხოვრა თავისუფალ საქართველოში” – სტენდაპ კომიკოსი ნინიკო ლეკიშვილი სოხუმიდან, რაზე და რატომ ხუმრობს ის სცენიდან ნახეთ ინტერვიუში.

ინტერვიუ – ვახუშტი მენაბდესთან

არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირაა დარჩენილი, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით ის საარჩევნო პროგრამა, რითაც მაგალითად, მმართველი გუნდი დაშინებასთან ერთად ამომრჩევლის მოხიბვლას შეძლებს. თუმცა პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებით ვერც ოპოზიცია დაიკვეხნის. იურისტი ვახუშტი მენაბდე წინასაარჩევნო გარემოს ანალიზით. ‘ჩვენ ახლა ვართ ავტორიტარიზმში და ავტორიტარიზმი უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიით. დემოკრატიული სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პრობლემების მოსაგვარებლად გაიხსნება სივრცე. ოპოზიციურმა პარტიებმა ამაზე უნდა ილაპარაკონ. […]

სათვალე – 306

“მე ომში დავიბადე, მამაჩემიც იყო ამ ომში, ძალიან ბევრი ტრავმა მოუტანა ამ ყველაფერმა, მაგრამ იბრძოდა თავისი შვილისთვის და იმისთვის, რომ გვეცხოვრა თავისუფალ საქართველოში” – სტენდაპ კომიკოსი ნინიკო ლეკიშვილი სოხუმიდან, რაზე და რატომ ხუმრობს ის სცენიდან – ვრცლად ინტერვიუში; წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი – ინტერვიუ ვახუშტი მენაბდესთან; რატომ ევროკავშირი – პასუხს სიუჟეტიდან გაიგებთ, გაიგებთ იმასაც, რომ მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში […]

თიბისის კამპუსი – ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა

თიბისი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში განათლებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის. 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან 18-24 წლის ახალგაზრდებს პლატფორმა „თიბისი კამპუსის“ ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ.

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან

მაშინ როდესაც ქართული ოცნება მშვიდობით მანიპულირებს და ამავე მიზნით დასავლეთს, გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს, ჩავთვალეთ საჭიროდ ცოტა მეტი ინფორმაცია შეგვეგროვებინა ევროკავშირის მშვიდობის და “რუსული მშვიდობის” შესახებ. ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი, რომელიც ქართული ოცნების კოალიციაში წლების წინ თავადვე იყო, დეტალურად ადარებს ამ ორ მმართველობით სისტემას და მათ ღირებულებებს.

სათვალე – 305

შუქრუთი – სოფელი მდიდარი მადნით და ღარიბი ხალხით – კომპენსაციების მიღებაზე, კომპანიის მხრიდან გაჟღერებულ ოპოზიციურ წახალისებაზე შუქრუთელები გვპასუხობენ; ვის არ უნდა მშვიდობა? – ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან; „ისტორიები ცვლილებებზე” ანუ ისტორიები იმ ადამიანებზე, რომლებიც ევროკავშირის დახმარებით ცვლიან გარემოს თავისთვის და ქვეყნისთვის; მე-19 საუკუნეში ყაისნაღით მოქსოვილი და ველური მცენარეებით შეღებილი ფარდაგი და აჭარული ტრადიციით შესრულებული წინდები წალკის სოფლებიდან – შორენა ლაბაძის რეპორტაჟი.

წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით- შუქრუთის მცხოვრები

“გვენგრევა სახლ-კარი, გვენგრევა ყველაფერი, სასაფლაოები ჩაინგრა, წინაპრების საფლავებს ვეღარ ვიპოვით, ეკლესია ინგრევა, სკოლა დაინგრა”; “იმხელა ნაპრალები გაჩნდა ფანარი, რომ ჩავანათოთ შუქი არ ჩადის ბოლომდე”; “იქ ცხოვრება ფიზიკურად გაუსაძლისია” ; ამბობენ შუქრუთელები, რომლებიც 11 სექტემბრიდან მოყოლებული აქციებს პარლამენტთან მართავენ, მთავრობიდან მათთან ამ დრომდე არავინ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მედიაციის პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. მათ კომპანიისგან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, […]

ოფროუდ ექსპედიცია მიუვალი ადგილების აღმოსაჩენად

ოფროუდ ექსპედიცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, მიზნად ოვერლენდინგ მოგზაურობის პოპულარიზაციას ისახავდა. ღონისძიების მიზანი უგზოობისა და სირთულეების გადალახვის მოყვარულთა მიერ საქართველოს თვალწარმტაცი, თუმცა, მიუვალი ადგილების აღმოჩენა იყო.