დააჯარიმებენ თუ არა მოქალაქეებს ლიეტუვაში 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო და რას არეგულირებს კანონი?
“არ არსებობს კანონი, რომელიც ხალხს ძეგლებზე ყვავილების დადებას უკრძალავს” – ეს პასუხი ლიეტუვას სახელმწიფო კანცელარიიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, ლიეტუვაში მოქალაქეები 9 მაისს ძეგლზე ყვავილების დადების გამო დაჯარიმდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძემ 4 მაისს გაავრცელა. ინფორმაციის საილუსტრაციოდ მას თითქოს პოლიციის განცხადებაც მოჰყავს. «ყვავილების განთავსება იმ ადგილებში, სადაც საბჭოთა ძეგლების ახლა დემონტაჟია, განიხილება, როგორც […]