სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი საჩივრის საფუძველზე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი და TOK TV-ის დამფუძნებელი ნათია კუპრაშვილი უწყებაში დაიბარეს. მუქარისა და სისტემური დევნის გამო 4 ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 9 მაისს მიმართა. ნათია კუპრაშვილი უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტად იღებს სატელეფონო ზარებს უცნობი პირებისგან. უცნობი პირები მას ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარებს იღებს მისი ოჯახის […]