მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი- აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა
“კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს -გახდეს ევროკავშირის წევრი” – აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირებას განცხადებით ეხმაურება. პლატფორმის განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს – ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. განცხადების მიხედვით, პლატფორმა აჩერებს საქართველოს პარლამენტთან […]