ახალი ამბები
შეზღუდული შესაძლებლობის ქალაქი

შეზღუდული შესაძლებლობის ქალაქი

ქუთიასის მერიამ  ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირების ვალდებულება შესრულებულად 5 წლის წინ ჩათვალა, თუმცა მერიის შენობა   ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული დღემდე არ არის.

მერიის შენობასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების ნაკლებად გათვალსიწინებით მიმდინარეობსს ქალაქში ინფრასტურქუტურული სამუშაოებიც, იმის მიუხედავად, რომ 2024 წლიდან  ქუთაისს შშმ პირების უფლებების დაცვის სპეციალური სამოქმედო გეგმაც კი აქვს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოც მოქმედებს.

ამ საბჭოს შესახებ ქუთაისელ ირმა ბარაბაძეს არაფერი სმენია.  ირმა ადგილობრივ შშმ პირებს შორის ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც არაერთი ბარიერი გადალახა , რომ ესარგებლა თვითმმართველობის კოდექსით მონიჭებული უფლებით – შეხვედროდა ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირს და როგორც საკუთარი , ისე მისი თემის წარმომადგენელთა პრობლემები დაეყენებინა.

,,ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა” თვითმმართველობების კოდექსით მუნიციპალიტეტების პირდაპირი ვალდებულებაა.

 ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შშმ პირების გადაწყვეტილებისა თუ სერვისების მიღების პროცესში სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციული შენობების შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირება დაისახა მიზნად და ხუთი წლის წინ ეს მიზანი შესრულებულად გამოცხადდა .

,, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მერიის შენობის ცვლილებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი ვალდებულების დარჩენილი ორი ეტაპი (საჭიროებების განსაზღვრა და შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალების შემუშავება და შენობის ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად) საანგარიშო პერიოდში ვერ განხორციელდა, რადგან მერიას გადაეცა ახალი შენობა, რომელიც უკვე ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე, შესაბამისად, ვალდებულების მიზანი მიღწეულია.” – ასე არის ახსნილი ვალდებულების შესრულება ხუთი წლის წინანდელ ანგარიშში, თუმცა ქუთაისის მერია დღემდე ძველ , შშმ პირებისთვის არაადაპტირებულ შენობაში მუშაობს.

სამაგიეროდ უკვე ერთი წელია ქუთაისს აქვს სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებასაც 2024 წელს ამ შენობაში არაერთი სხდომა მიეძღვნა.სხდომების შესახებ საჯარო ფოტომასსალები აჩვენებს, რომ ეტლით მოსარგებლეებმა ვერც ამ სხდომებზე დასწრება შეძლეს.

თუმცა თავად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში , შშმ პირთა ინტეგრაცია გეგმის მიხედვით ხორციელდება : ,, მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობასა და მისაწვდომობას, ასევე, მათი სოციალური ინკლუზიის გარანტიების გაძლიერებას. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას. მათ შორისაა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეკრეაციული სივრცეების უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქტიური ჩართულობა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. მნიშვნელოვანი სიახლეა ქალაქის საკრებულოს სხდომების ჩატარება სურდო თარგმანის (ჟესტური ენის) თანხლებით. ეს გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული. ჩატარდა პირველი სხდომა, სადაც სურდო თარგმანი გამოიყენეს, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ქალაქის საკანონმდებლო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა საჭიროების მქონე მოქალაქისთვის.” – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ქუთაისში, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ჩართულობის მექანიზმებიდან ეტლით მოსარგებლეები ვერც ერთი ფორმით ვერ  ან არ სარგებლობენ, მათ არასდროს მოუწვევიათ კრება, არ მიუმართავთ პეტიციით, ვერ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და მერიის შენობაში ჩატარებულ წლიური ანგარიშების მოსმენებს.

ევროპული გამოცდილებები – რა უნდა ისწავლოს ქუთაისმა

ქუთაისს ჯერ კიდევ ყავს დაძმობილებული ევროპული ქალაები, რომლებიც უკვე პრაქტიკულად დანერგეს შშმ პირების ხელმისაწვდომობის მექანიზმები:

📍 Poznań (პოლონეთი)

ყველა ავტობუსსა და გაჩერებაზე გამოიყენება low-floor სისტემა, ადაპტირებულად ვრცლედება აუდიო და ინფორმაცია.

საკრებულოს ვებპლატფორმაზე უზრუნველყოფილია ჟესტური თარგმანი და სხდომებზე რეგულარულად იწვევენ  ეტლით მოსარგებლეებს

📍 Szombathely (უნგრეთი)

მოქმედებს მუნიციპალური შენობების Accessibility Audit („გამკაცრებული არქიტექტურული წვდომის“ შესწავლა) და შესწორებები ყოველი შენობის ადაპტირებისთვის.

tactile maps – ტაქტილური რუკები განთავსებულია ცენტრალურ პარკებში და ქალაქის მთავარ ს publicly თავშეყრის სივრცეებში.

📍 Newport (ბრიტანეთი, Wales)

სასამართლოებსა და საკრებულოში მუდმივად მუშაობს induction loops, tactile maps და ჟესტური თარგმანი – როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსით.

მულტიმედია მომზადებულია ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების რეგიონული მედიის მოდულის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის გაშუქების სწავლებასაც, ლექტორი ირმა ჭოლაძე.