ახალი ამბები

სატენდერო განაცხადება – მოწვევა – ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად (ფოთი და ხობი)
განმცხადებელი:
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი აცხადებს ტენდერს ფოთსა და/ან ხობში მოქმედი ადგილობრივი საკომუნიკაციო ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მასშტაბით დაგეგმილი შეხვედრების სრულ კომუნიკაციურ მხარდაჭერას.
მომსახურების მოცულობა:
| მომსახურება | რაოდენობა | 
| პირისპირ შეხვედრების ორგანიზება ფოთსა და ხობში | 6 შეხვედრა | 
| თითოეული შეხვედრის მოდერაცია | 6 შეხვედრა | 
| შეხვედრების აუდიო-ვიდეო დაფარვა და კონტენტის წარმოება | 6 შეხვედრა | 
| თითოეული შეხვედრის მედიაპროდუქტის გავრცელება მინიმუმ 5 ადგილობრივი მედიასაშუალებით | 6 შეხვედრა | 
შერჩევის კრიტერიუმები:
- ადგილობრივ კონტექსტში მუშაობის გამოცდილება (ფოთი/ხობი)
- შეხვედრების ორგანიზებისა და მოდერაციის გამოცდილება
- აუდიო/ვიდეო კონტენტის წარმოებისა და მედიაგავრცელების გამოცდილება
- მინიმუმ 5 მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ან წვდომა
- დეტალური ფინანსური შეთავაზება
საჭირო დოკუმენტაცია:
- ორგანიზაციის ან ჯგუფის მოკლე აღწერა და საკონტაქტო ინფორმაცია
- წარსული ანალოგიური პროექტების მაგალითები – გაგვიზიარეთ CV
- ფინანსური წინადადება თითოეულ მომსახურებაზე ცალკე დაფასებით
- მედიაპარტნიორების ჩამონათვალი ან თანამშრომლობის გამოცდილება
განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
📅 2025 წლის 9 მაისი
განაცხადის გაგზავნის მისამართი:
 info@jrc.ge
დამატებითი კითხვებისთვის ასევე მოგვმართეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
			
					 
						 
						jrc		
					 
				
				
				
					
					0