ახალი ამბები

სათვალე – 326
რატომ და როგორ გაიზარდა Telegram-ის გამოყენება საქართველოში? რამდენად იყენებთ ტელეგრამს ინფორმაციის მიღება-გავრცელებისთვის? და თუ იყენებთ, გიფიქრიათ, რამდენად დაცულია თქვენი კომუნიკაცია? – IWPR/ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი ამ საკითხის შესწავლას შეეცადა;
ამ თემაზე გადაცემაში მოისმენთ: დეზინფორმაციის მკვლევარ სოფო გელავასთან ინტერვიუს;
ასევე თეონა ცხომელიძეს, რომლის ქართულენოვან ტელეგრამ არხს ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს;
გადაცემის მეორე ნაწილი: უსაფრთხოება ბავშვებისთვის.
ტოკ ტვ-ის სიუჟეტში ნახავთ, როგორია “უსაფრთხო” სადენები და ინფრასტრუქტურა ბავშვთა გარემოში: “სკოჩით დამაგრებული უსაფრთხოება”.
საგარეო პოლიტიკა: ტრამპის გავლენა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა ბალტიის ზღვის რეგიონში.
jrc
0