ახალი ამბები
როდესაც შვილის საწოლი ცარიელია – რეზი კიკნაძის საქმე

როდესაც შვილის საწოლი ცარიელია – რეზი კიკნაძის საქმე

რეზი კიკნაძე 6 დეკემბერს, მეტროსთან დააკავეს. ამბობს, რომ ჯერ ლისზე აიყვანეს და დაშინებით აღიარების მიღებას ცდილობდნენ, შემდეგ 6 საათი არც ბორკილები მოხსნეს და არც საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება.

რეზი რუსთავიდანაა, დედა ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს, მამა ადგილობრივ ბაზარში. შვილი ბოლოს სასამართლოში ნახეს, სადაც შიმშილობის გამო რეზიც და დედამისიც ცუდად გახდა. მაია ლეკიშვილმა იმდენივე დღე იშიმშილა, რამდენიც მისმა შვილმა. ამბობს, რომ ღამით შვილის საწოლისკენ იხედება, მოლოდინით რომ ის ცარიელი აღარ იქნება.

რეზის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, ისეთ პირებთან ერთად, რომლებსაც, ადვოკატის თქმით არ იცნობს, არასდროს შეხვედრია და არასდროს უსაუბრია.