სათვალე -289
ინტერვიუ კომპანია ,,ფეა თრიიზ“-ის ხელმძღვანელთან მარიანა ბოლსთან, ფონდმა რუსული კანონის მიღების შემდეგ ონში პროექტი გააჩერა – “ეს კანონი უწინარესად საქართველოს რიგით მოქალაქეს აყენებს უდიდეს ზიანს. სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამებისგან სარგებელს პირველ რიგში ისინი იღებენ” – გვეუბნება ის.
ინტერვიუ სატრანსპორტო რკინიგზის კოლეჯის დირექტორთან- ამერიკის მთავრობის დახმარებით საქართველოს მთავრობა უკვე 30 წელია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ამ პროექტებს შორის არის სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროგრამები.
მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმება გორის და თელავის მაგალითზე – გადაცემაში ვსაუბრობთ განვითარებისა და კეთილდღეობის ცენტრის, პროექტის კოორდინატორთან თამარ ტაველიძესთან და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პროექტის კოორდინატორთან მარიამ გლახოშვილთან.