ახალი ამბები
10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება- მთავრობის დადგენილებითვე 10 მაისი უქმე დღეა

10 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება- მთავრობის დადგენილებითვე 10 მაისი უქმე დღეა

მთავრობის მიერ უქმე დღედ გამოცხადებულ 10 მაისს 9 საათზე პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სწორედ იურიდიული საკითხთა კომიტეტი განხილვის რუსულ კანონსაც.

პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული კანონის განხილვა დღის წესრიგში არაა, ანონსის მიხედვით განსახილველი საკითხებია:

  • „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა;
  • „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა;
  • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა.

საქართველოში 3-დან 12 მაისის ჩათვლით ოფიციალურად დასვენების დღეებია. მთავრობის დადგენილებით, აღდგომის მომდევნო დღეები, 7, 8 და 10 მაისი უქმედ გამოცხადდა.

ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მრავალრიცხოვან აქციებს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ ამ გზით მთავრობა ცდილობს შეაფერხოს პარლამენტთან ხალხის მობილიზება.

———

მამუკა მდინარაძემ რუსული კანონი 3 აპრილს დააინიციირა. რუსული კანონი პარლამენტმა 2 მოსმენით 83-83 დეპუტატის მხარდაჭერით უკვე მიიღო. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. რუსული კანონის ხელახლა შემობრუნების გამო კრიტიკულ განცხადებებს ავრცელებენ დასავლელი პარტნიორებიც და ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღება ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციას.