“ხელი მკრა…მაგინა, უშვერი სიტყვები მაკადრა” – ფორმულას ჟურნალისტს მეტროში უცნობი პირი თავს დაესხა
ფორმულას ჟურნალისტს ია სართანიას უცნობი პირი მეტროში თავს დაესხა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეეხეო ფიზიკურადაც. როგორც ჟურნალისტი ფორმულას ეთერში ჰყვება სარჩელი უკვე დაწერა და თავდამსხმელი სასამართლო დარბაზშია გადაყვანილი. ჟურნალისტი ყვება, რომ კაცი მის ტატუებზე ამახვილებდა ყურადღებას, და ჰომოფობიური და ძალადობრივი ლექსიკით მოიხსენიებდა.
„მხარზე დამადო, ცოტა მჭიდროდ ხელი, გამწია, ხელი მკრა და შემდგომ გადაინაცვლა ჩემს მოპირდაპირე მხარეს – მაგინა, უშვერი სიტყვები მაკადრა, ტატუებზე ამახვილებდა ყურადღებას, ციხიდან გამოსული მეძახა, მეუხერხულება იმ სიტყვების გამეორება, რა სიტყვებიც მეძახა, დაახლოებით 5 წუთი გრძელდებოდა შემდგომ, მატარებელი გაჩერდა სპორტის სასახლის გაჩერებასთან და ვთხოვე მძღოლს, რომ აღარ გაეგრძელებინა გზა, დავუძახე პატრულს, მოვიდნენ, გამოიყვანეს“, – თქვა „ფორმულის“ ეთერში ია სართანიამ.
ჟურნალისტი ამბობს იმასაც, რომ ეკავა ჩანთა, რომელზეც ტელეკომპანია „ფორმულის“ ლოგოა გამოსახული. “საგულისხმოა, რომ მეჭირა ჩანთა, ფორმულას ლოგოთი, შესაბამისად, თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა”, – წერს ის ფეისბუქპოსტში.
საკითხზე JRC შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დაკავშირებას, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.