ახალი ამბები
პულიცერის პრემიის 45 ფინალისტიდან 5-მა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

პულიცერის პრემიის 45 ფინალისტიდან 5-მა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

ჟურნალისტიკაში წლევანდელი პულიცერის პრემიის 45 ფინალისტიდან 5-მა კვლევის, რეპორტინგის ან წარდგენის პროცესში ხელოვნური ინტელექტი [AI] გამოიყენა – ინფორმაციას niemanlab პულიცერის პრემიის ადმინისტრატორის მარჯორი მილერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პულიცერის საბჭომ აპლიკანტებს მოსთხოვა გაემჟღავნებინათ იყო თუ არა გამოყენებული AI მათ მიერ მასალების მომზადების პროცესში. ეს მოთხოვნა მხოლოდ ჟურნალისტიკის კატეგორიაზე გავრცელდა. 

მარჯორ მიელრი, რომელიც პულიცერის 18 წევრიანი საბჭოდან ერთ-ერთია ამბობს, რომ AI გამოყენებაზე მსჯელობა გასულ წელს დაიწყეს გენერირებული მასალების პოპულარობის ზრდის გამო. 

„იმ დროს ხელოვნური ინტელექტის ჰქონდა  „ო, არა, ეშმაკი მოდის“ რეპუტაცია“, – თქვა მან და დასძინა, რომ საბჭო დაინტერესებული იყო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და ასევე მისი საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაგებით.

მილერის განმარტებით, საბჭოს მიდგომა თავიდანვე კვლევითი იყო და ისინი არასოდეს განიხილავდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შეზღუდვას, რადგან თვლიდნენ, რომ ეს ხელს შეუშლიდა ნიუსრუმებში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას. 

მასალა მომზადებულია niemanlab თარგმანზე დაყრდნობით

ფოტო:pulitzer.org