მთავარი არხის 12%-იანი წილი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ ნიკა გვარამია
მთავარი არხისა“ და მოძრაობა „ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მთავარ არხში თავის წილსა და თანამდებობას ოფიციალურად ტოვებს. მისივე განმარტებით, 12 %-იან წილს ის თავის ცოლს სოფო ლილუაშვილს გადასცემს. არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას კი ოფიციალურად გიორგი გაბუნია დაიკავებს, რომელიც აქამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო.
„მთავარი არხის დირექტორის თანამდებობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვასრულებ (არც ციხიდან ვასრულებდი, ცხადია). დირექტორის მოვალეობას შესანიშნავად გაუმკლავდა გიორგი გაბუნია და ის უკვე ოფიციალურად დაინიშნა არხის დირექტორად. ძალიან დიდი მადლობა არხის ყველა დამფუძნებელს ერთსულოვანი გადაწყვეტილებისთვის. რაც შეეხება ჩემს 12%იან წილს მთავარში, იგი არაა თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიკავებ. ამიტომაც კანონის მოთხოვნა დავიცავი და წილი ჩემს სოფოს გადავუფორმე. წარმატებები მთავარს, დანარჩენზე – შემდეგ კვირაში”, – წერს გვარამია საკუთარ Facebook გვერდზე.
JRC მთავარი არხიდან დამატებით კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში მასალას განაახლებს.