ქართული ცეკვა მგზავრებისთვის არა რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” არამედ უკრაინული Fly UIA -ს რეისზე შესრულდა 2021 წელს
ინფორმაცია, რომ „აზიმუტის“ მოსკოვი-თბილისის რეისზე მგზავრებისთვის ქართული ცეკვა შესრულდა რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში ვიდეო უკრაინული ავიახაზების ბორტზეა – Fly UIA 2021 წლის 29 არტსაა გადაღებული.
ცეკვის ვიდეო თავად ავიაკომპანიას აქვს გამოქვეყნებული და მის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ცეკვით ავიაკომპანიამ სიურპრიზი მოუწყო სუხიშვილებს, რომლებმაც უკრაინელი აუდიტორიისთვის იცეკვეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებულ ვიდეოში, ყველა მგზავრს მათ შორის ბორტგამცილებლებს პირბადეები უკეთიათ, რაც კოვიდპანდემიის გამო წინა წლებში მგზავრებისთვის სავალდებულო, იყო, ახლა კი მსგავსი შეზღუდვა არ მოქმედებს და შესაბამისად მგზავრების მხოლოდ სურვილადვე უკეთიათ პირბადე, შესაბამისად ვიდეოს სიძველეზე ეს ფაქტიც მიუთითებს.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე აქამდე არსებული შეზღუდვა მიმდინარე წლის 10 მაისს მოხსნა. 10 მაისს კი ავიაკომპანია აზიმუტმა პირველი რეისი შეასრულა.
ჩამოფრენილ რეისს აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ მოძრაობა “დროას” წარმომადგენლები და ასევე მოქალაქეები.