FACT/FAKE
რას ნიშნავს რეალურად საკვებ პროდუქტზე დატანილი სიმბოლო ბაყაყის გამოსახულებით?

რას ნიშნავს რეალურად საკვებ პროდუქტზე დატანილი სიმბოლო ბაყაყის გამოსახულებით?

სოციალურ ქსელში სხვადასხვა პროდუქტზე დატანილი ბაყაყის სიმბოლოზე დეზინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით, მსგავსი ეტიკეტის მქონე პროდუქტი თითქოსდა საწამლავს შეიცავს. მაგალითად ფოტოები ვრცელდება მსგავსი აღწერებით:

რა არის ტროპიკული ტყეების ალიანსი?

Rainforest Alliance არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის პასუხისმგებლობიანი ბიზნეს პრაქტიკის პოპულარიზაცია სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სფეროებში. ორგანიზაცია ამ მიმართულებით 60-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.

რეალურად რაზე მიუთითებს მომხმარებელს პროდუქტზე დატანილი ეს სიმბოლო?

სიმბოლო ნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტი დამზადდა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც მხარს უჭერენ მდგრადობის სამ საყრდენს: სოციალურს, ეკონომიკურ და ეკოლოგიურს.

რატომ ბაყაყი?

ბაყაყებს მეცნიერები ბიოინდიკატორებს უწოდებენ – რაც იმას ნიშნავს, რომ ბაყაყების ჯანსაღი პოპულაცია ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს. Rainforest Alliance-მა ხის ბაყაყი თავის სიმბოლოდ ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ აირჩია, რადგან კომპანიის განმარტებით, ეს ამფიბია ჩვეულებრივ ნეოტროპიკებში გვხვდება, სადაც Rainforest Alliance პირველად დაიწყო მუშაობა ტროპიკული წვიმის ტყეების დასაცავად.