ახალი ამბები
ანა ჯღარკავა ერთ-ერთია 1500 ქალიდან, რომელმაც “კოდინგის სკოლა – 1500 ქალისთვის” გაიარა
ანა ჯღარკავა ერთ-ერთია 1500 ქალიდან, რომელმაც “კოდინგის სკოლა – 1500 ქალისთვის” გაიარა. პროგრამა ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერების მიზნით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
“თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად სილაბუსი მოიაზრებდა ინდივიდუალური პროექტის შექმნას და მის ციფრულ არხებში განვითარებას. სწორედ ასე შეიქმნა ჩემი პროექტიც SPECIALTY COFFE HUB…ეს არ იყო კურსი, რომელიც ვისწავლეთ და დასრულდა, ეს არის უწყვეტი პროცესი, კავშირები, შეხვედრები და პროექტში ჩართული ქალების მუდმივი მხარდაჭერა” – ანა ჯღარკავა.
jrc
0