ახალი ამბები
ქალები სტიქიაში

ქალები სტიქიაში

ეს ამბავი  არ არის მსხვერპლ ქალებზე.  შოვის 03.08 ტრაგედიას არაერთი ქალი შეეწირა, მაგრამ სწორედ ისინიც, უპირველესად, ამ ისტორიის გმირები  არიან .

დაღუპულთა  უმეტესობა  ქალი და ბავშვია:

დედები და ბებიები, რომლებმაც ცხელ აგვისტოს  შვილები და შვილიშვილები დასასვენებლად ,,სამოთხე -შოვში” წაიყვანეს.

გოგონები, რომლებმაც  დამოუკიდებლად  დაქოქეს ავტომობილი, წარწერით ,,შევხვდებით რაჭაში”

მომსახურე პერსონალი, რომელთა შორისაა 4 წლის გოგოს დედაც, რომელსაც ვერ ვუწოდებთ ,,მარტოხელას”, რადგან ორივე ხელი ,,დაკაპიწებული” ჰქონდა სახლში მომლოდინე შვილისთვის, როცა ღვარცოფმა მოუსწრო.

ფოტოზე: შოვის სტიქიისას დაკარგული ერთ-ერთი ავტომობილი, რომლითაც 3 მეგობარი გოგონა გადაადგილდებოდა.

ეს ამბავი არის გადარჩენილ გოგონებზე, რომლებიც არ დანებდნენ და ბიძებს, დედებს და დეიდებს, ღვარცოფთან ბრძოლაში, მაგალითი მისცეს, ძალები შემატეს

გადარჩენილ  ქალებზე, რომლებმაც პირველებმა უხმეს შველას, პირველებმა ჩართეს Live რეჟიმები  და კამერები , რომ ღვარცოფთან პირისპირ აღმოჩენილი ადამიანებისთვის დახმარება არ დაგვიანებულიყო.

ვიდეო: მაია ფირცხალაიშვილი, შოვის სტიქიას გადარჩენილი. ვიდეო თავად მაია ფირცხალაიშვილის Facebook Live -დან

ეს ამბავი არის ჭირისუფალ ქალებზეც, რომელთა ხმა სხვებზე ხმამაღლა ისმის, გლოვასთან ერთად. სწორედ ისინი სვამენ კითხვებს, რომ მიიღონ. პასუხები, რომ ხვალ ნაკლები გაუბედურდეს.

დედაზე: შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედაზე ,რომელმაც  უკვე მიაღწია და პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნო. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR იცავს. დედა ითხოვს  დადგინდეს – ჰქონდა თუ არა შოვის ტრაგედიისას ადგილი სამოხელეო დანაშაულს ან განსაცდელში მიტოვებას.

დაზე, შვილსა და ნათესავზე  – მარიამ გუტაშვილზე, რომელმაც შოვის სტიქიაში ოჯახის 9 წევრი დაკარგა. გლოვასთან ერთად, მარიამი მუდმივად ითხოვს პასუხისგებელი პირებისგან პასუხს და მუდმივად გვახსენებს პირობას, რომ ოჯახის ყველა წევრის პოვნის შემდეგ, დეტალების გარკვევისთვის ძალებს არ დაიშურებს.

ეს ამბავი არის ქალ გარემოსდამცველებზე, რომლებიც შოვის ტრაგედიამდეც არაერთგზის გვახსენებდნენ საფრთხეს და გვთხოვდნენ ყურადღებას. რომლებიც ტრაგედიის პირველივეწუთებიდან, გვიახლებდნენ მომხდარის პროფესიულ ანალიზს.


ვიდეო: თეა გოდოლაძე, გარემოსდამცველი

ვიდეო: ნინო ჩხობაძე, გარემოსდამცველი

ეს ამბავი არის მაშველ ქალებზე: ექთნებზე, ექიმებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებiც ტრაგედიის პირველვე წამებიდან არ დაღლილან დახმარების გაწევით.

ეს ამბავი არის ქალ- ჟურნალისტებზე, რომლებიც 3 აგვისტოდან თანმიმდევრულად აშუქებენ შოვის სტიქიას და რომელთა მასალებზე დაყრდნობით  ვწერ მეც

ეს ამბავი არის ქალებზე სტიქიაში

ავტორი: მარიამ ყვავაძე, არის სტუდენტი ჟურნალისტი, JRC სტაჟირების პროგრამიდან