FACT/FAKE
<strong>დაიკავეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაეროს ოფისში კრამატორსკში? </strong>

დაიკავეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაეროს ოფისში კრამატორსკში? 

“უკრაინელმა ჯარებმა კრამატორსკში გაეროს ოფისი დაიკავეს” – ამ სახელწოდებით რუსულ მედიაში ნიუსი ივნისის დასაწყისში გავრცელდა. 

მედიის ინფორმაციის გავრცელებისას ე.წ დონეცკის სახალო რესპუბლიკის  თავდაცვის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობოდა.

“უკრაინელმა ბოევიკებმა მიითვისეს გაეროს ოფისი კრამატორსკში. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაკარგეს ოფისი და სამი ოფიციალური მანქანა დიპლომატიური ნომრით”, – ნათქვამია სტატიაში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ჟურნალისტიკის რესურსცენტრი უკრაინაში გაეროს წარმომადგენელს დაუკავშირდა. 

ჩვენი კითხვების საპასუხოდ გაეროს კრიზისების ოფისის კოორდინატორი კრიშტოფ იანოვსკიმ ოფიციალური მეილი მოგვწერა და განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

მისი განმარტებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კრამატორსკში ოფისს აღარ ქირაობს, ხოლო რაც შეეხება მანქანებს კრიშტოფ იანოვსკის თქმით მათი ყველა მანქანა აღრიცხულია. 

ასევე, ინფორმაცია დაკარგული მანქანების ან უკრაინელების მიერ გაეროს ოფისის მითვისების შესახებ არ წერია გაეროს ანგარიშებში. მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება არც მათ საიტზე. 

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ კრემლისტურ მედიებში გვხვდება და სხვა სანდო გამოცემები ამის შესახებ არაფერს წერენ.