FAKE: „ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს

FAKE: „ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს

„ბულგარეთს სურს უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებში ცხოვრება აუკრძალოს” – ამ შინაარსით პოსტი სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. 

სინამდვილეში მტკიცება, რომ ბულგარეთის მთავრობა უკრაინელ ლტოლვილებს სატუმროებიში ცხოვრებას უკრძალავს და აძევებს ყალბია. 

რა პოლიტიკას ატარებს ბულგარეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის? 

2022 წლის 30 მაისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც საიტზე Bulgaria for Ukraine- ზეც გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ შეჭრიდან ბულგარეთში თითქმის 300 000 ადამიანი ჩავიდა, რომელთაგანაც 110 000-ზე მეტმა ბულგარეთისგან დროებითი თავშესაფარი მიიღო. 

ახლა კი ტურისტული სეზონის მოახლოების გამო მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო 31 მაიისიდან ლტოლვილები სხვა ადგილას გადაეყვანა. ინფორმაცია, რომ ბულგარეთში უკრაინელი ლტოლვილების მიღების პირველი, სამთვიანი ფაზა 31 მაისს დასრულდებოდა ცნობილი პირველივე დღეებიდნა იყო. 

ამასთან 13 მაიის გამოქვეყნებულ განცხადებაში და ვიდეოში ბულგარეთის ვიცე -პრემიერი გალინა კონსტანტინოვა დეტალურდა განმარტავს თუ რა ბედი ელით ლტოლვილებს, როგორ მოხდება მათი გადაყვანა, სად იცხოვრებენ ისინი და ასე შემდეგ. 

განცახდების მიხედვით ლტოლვილების საჭიროებეის გასაგებად ციფრული პლატფორმა ამოქმედდება, რომელიც რეალურ დროში შეაგროვებს და დაამუშავებს  ინფორმაციას უკრაინელი ლტოლვილების კონკრეტული საჭიროებების შესახე. სწორედ ამ მონაცემბზე დაყრდნობით დაიგეგმება ლტოლვილების გადანაწილება დროებით საცხოვრებლებში ქვეყნის სხვა ნაწილში. 

მაგალითად, ბულგარეთის მთავრობა ახალი საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას გაითავლისწინებს ლტოლვილების  პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიცაა:

‘”უკვე მუშაობთ რაიონში თუ გაქვთ სამუშაო შეთავაზება სასტუმროს მხრიდან, რომელმაც დაგაბინავა? თქვენი შვილი სკოლაში ჩაირიცხა? გაქვთ ქრონიკული დაავადება? ეს მხოლოდ რამდენიმე კითხვაა, რომლებზეც პასუხი უნდა გასცეთ, რათა მაქსიმალურად იზრუნოთ თქვენზე.” 

განცახდებაში მითითებულია საიტი და საკონტატქო ნოემრიც, სადაც ლტოლვილებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. 

გარადა ამისა, 24 მაისს ცნობილი გახდა, რომ  სასტუმროების ნახევარმა, რომლებიც პირველი ფაზის დროს უკრაინელ ლტოლვილებს იაფრებდნენ მზადყოფნა გამოთქვეს სერვისის მიწოდება გაეგრძელებინათ. 

კერძოდ, ბულგარეთის მთავრობა აღნიშნულ სასტუმროებს დღიურად 10 ლევს გადაუხდის, ხოლო კვების შეთავაზების შემთხვევაში, ეს თანხა 15 ლევამდე გაიზრდება. 

ასევე,  პოსტის ავტორი დამახინჯებულად აქვეყნებს ბულგარეთის ვიცე -პრემიერის ციტატასაც. 

პოსტის ავტორი წერს: 

„ბულგარეთს აღარ შეუძლია უკრაინის მოქალაქეების გართობა ზღვის სანაპიროზე არსებულ სასტუმროებში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა გალინა კონსტანტინოვამ.

რა თქვა სინამდვილეში ვიცე-პრემიერმა? 

” ჩვენ მკაფიოდ და ღიად განვაცხადეთ, რომ ბულგარეთს აღარ შეუძლია უკრაინის მოქალაქეების ზღვის პირას სასტუმროებში შენახვა და იმედი გვქონდა, რომ მივაღწევდით ურთიერთგაგებას.”