
რა “უწერა” მოსახლეობამ მუნიციპალიტეტს
ონის მუნიციპალიტეტმა 2025 წლის ტურისტული სეზონი ივნისის ბოლოს ოფიციალურად და საზეიმოდ გახსნა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტების კლების ტენდენციას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უჩივის, განსაკუთრებით კურორტ შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ.
ტურისტულ სეზონთან ერთად მუნიციპალიტეტში მულტიფუნქციური სივრცის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის ერთ-ერთ ბოლო დაფინანსებული პროექტს – CESL-ს უკავშირდება, რომელსაც ახორციელებს GIZ, ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოპოვებული გრანტით – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ზეიმის დროს საჯარო გამოსვლებში და საუბრებში არავინ ახსენებს პრობლმებს, რომელიც არა მხოლოდ დამეწყრილი შოვის პეიზაჟით, არამედ ოფიციალურ დოკუმენტებშიც იკითხება.
შოვის სტიქიის შემდეგ მუნიციპალიტეტი , ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ჩართულობით, კერძოდ მათთან პერიოდული შეხვედრებით ეცადა შეექმნა ,,ონის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი”, დოკუმენტი 2024-27 წლის პერიოდზეა გათვლილი და ორ ძირითად პრობლემაზე ღიად საუბრობს:
1. სტიქიის ზონა
2. ოკუპაცია
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშიში სტიქიური ბუნებრივი პროცესების განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მეტად სენსიტიური რაიონია მდ. რიონის წყალშემკრებ აუზში. მუნიციპალიტეტის საზღვრებში ადგილი აქვს ღვარცოფების, მეწყრების და წყალდიდობების ინტენსიურ განვითარებას. საქართველოს ტერიტორიის ზოგადი სეისმური დარაიონების რუკის მიხედვით ეს ტერიტორია 9-ბალიან ზონაშია გაერთიანებული და, შესაბამისად, იგი მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრების და თანმდევი უარყოფითი სტიქიური პროცესების განვითარების მოწყვლადი გეოდინამიური რაიონია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მუდამ იმყოფება მიწისძვრებით პროვოცირებული მეწყერ-გრავიტაციული, ღვარცოფული, თოვლ-მყინვარული ჩამოზვავების პროცესების გააქტიურების საშიშროების წინაშე. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამების გაზრდის შედეგად მოსალოდნელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღვარცოფების და მეწყრული პროცესების გააქტიურება. მუნიციპალიტეტის მდინარეები გამოირჩევიან წყალდიდობებით და მძლავრი წყარმოვადნებით”.
,,2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ აღმოჩნდა სოფლები, კერძოდ; გლოლ(ა)ის, ღარის, გომის, პიპილეთის, შეუბანის, წედისის,ცხმორის, უწერას ადმინისტრაციული ერთეულების 283 სოფელი და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 31% უსაფრთხოებისა და სოციალურ–ეკონომიკური ხასიათის დამატებითი გამოწვევების წინაშე დგას”.

მუნციპალიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე მეტ მონაცემს გვაწვდის სტიქიის შემდეგ შექმნილი ონის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ შედგენილი დოკუმენტები, რომელიც ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგად შეიქმნა. დოკუმეტებით დასტურდება, რომ ,,2023 წლის შოვის ტრაგედიამდე ონის მუნიციპალიტეტის ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილები იყო კურორტი შოვი, სოფლები ჭიორა, ღები, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები – უწერა და გლოლა, აგრეთვე უძირო ტბა”.
თუმცა, მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკვე სახეზე იყო მოგზაურთა მხრიდან ონის მუნიციპალიტეტში მოგზაურობისგან თავშეკავების ტენდენციები და შოვში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ონის ტურისტული დანიშნულების ადგილს გამოაკლდა შოვი და ის მარშრუტები, რომლებიც მყინვარ ბუბასკენ მიდიოდა ,ტრაგედიის შემდეგ მოგზაურთა დამარწმუნებელ რაიმე მიზანმიმართული,თავდაჯერებულობის გასაზრდელი საინფორმაციო კამპანია არ წარმოებულა”
ადგილობრივი LAG -ის კვლევამ დამატებით აჩვენა , რომ ონის მუნიციპალიტეტში: ,,ფინანსურ რესურსებზე ისედაც დაბალი წვდომის პირობებში უფრო გართულდა მასზე ხელისაწვდომობა, რაც ერთის მხრივ, გამოწვეულია საბანკო დაწასებულებების მხრიდან მუნიციპალიტეტში მდებარე ფიქსირებული აქტივების, როგორც სესხის არალიკვიდურ ფინანსურ უზრუნველყოფად აღიარება და მეორეს მხრივ, მაღალი რისკების პირობებში საბანკო და საფინანსო დაწასებულებები თავს იკავებენ ადგილობრივი მაცხოვრებლების და ბიზნესის დაფინანსებისგან.
უფრო მეტიც, არსებული პროექტები (სასტუმროების მშენებლობის მიმართულებით), რომლთა დაფინანსება დაწყებული იყო, ამ ეტაპზე შეჩერებულია და უსახსრობის გამო ამ ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა გაურკვეველი ვადით გადადებულია”.
,,მკვეთრად იკლო ვიზიტორების რაოდენობამ და ტურისტული სეზონის დადგომის პერიოდისათვის ძალიან რთულია პროგნოზირება რამდენად ინტენსიური იქნება ვიზიტორთა საერთო როცხოვნობა”.
,,იმისათვის, რომ მნიშვნელოვანწილად გადაილახოს ბუნებრივი საფრთხეების მიმართ ტურისტების შიში და გაიზარდოს მოთხოვნა კვების ობიექტებისა და სასტუმრო ბიზნესზე, აუცილებელია სახელმწოფოს მხრიდან დაიგეგმოს გარკვეული ღონისძიებები, რომელთა საფუძველზეც მოხდება შესაბამისი დარგის სპეციალისტების მეშვეობით რეგიონში კვლევებისა და მონიტორინგის ჩატარება, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება მოსახლეობის ინფორმირება შესაძლო ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ.”

რას ითხოვს მოსახლეობა?
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის თანახმად ადგილობრივებს მონიციპაიტეტისთვის პეტიციით არასდროს მიუმართავთ , გამონაკლისი არც წინა წელი იყო. თუმცა ადგილობრივ მთავრობას მოქალაქეები ხშირად მიმართავენ პირადი განცხადებით, მაგალითად 2023 წელს მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა 5149 კორესპოდენცია , მინიციპალიტეტის ცნობით, მოქალაქეების განცხადებები ძირითადად ეხებოდა სოციალური დახმარების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე გასულ წლებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენის მოთხოვნებს.

ონის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სიდიდის მიხედვით საქართველოს მცირერიცხოვან მუნიციპალიტეტებს მიეკუთვნება. მისი მოსახლეობა საქსტატის 2023 წლის 1 იანვრის მონაცემებით 5,4 ათას კაცს შეადგენდა. ბოლო 2022 წლის შემდეგ მუნციპალიტეტის მოსახლეობა 18%-ით არის შემცირებული.
შოვთან ყველაზე ახლომდებარე ტურისტული ლოკაცია , რომელიც სტიქიას გადაურჩა იყო სოფელი უწერა , რომელიც გარდა ულამაზესი ალპური მდელოებისა, ტყეებისა და ხეობებისა ცნობილია და მდიდარია სამკურანლო მინერალური წყლებით, თუმცა სოფლის კრებების საოქმო ჩანაწერებიდან სხვა პრობლემებთან ერთად უწყლობით გამოწვეული სიღარიბეც იკითხება.
არაერთი წლის განმავლობაში სოფელ უწერას სხვადასხვა დასახლების რამდენიმე მაცხოვრებელი ადგილობრივ მთავრობას სწორედ წყლის სისტემის რეაბილიტაციას სთხოვდა და სთხოვს. სურვილების ჩამონათვალში გვხვდება ,,ცხაურის მოწყობა” და ,,გარე განათების მოწერსრიგებაც”. ზიგიერთ კრებას დასახლებაში დათვლილი 10 მაცხოვრებლიდან 3 ესწრება და არჩევანსაც წყლის სისტემის მოწესრიგების სასარგებლოდ 2 აკეთებს.
ტურისტული სეზონი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უწერაშიც გახსნა.
მულტიმედია მომზადებულია ი. ჯავახიშვილის სახ. უნიევრისტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტის მარიამ ყვავაძის მიერ . ამ უნიევრისტეტში ადგილობრივი მთავრობის გაშუქების საკითხები პროგრამულად ისწავლება.
