FAKE: უკრაინაში ძალაში შედის კანონი, რომელიც „აკანონებს პოლონელების მიერ უკრაინის მიტაცებას“ 

რუსულ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციით, უკრაინაში ძალაში შედის კანონი, რომელიც „აკანონებს პოლონელების მიერ უკრაინის მიტაცებას“. 

ამის შესახებ მანიპულაციური ტექსი გამოაქვეყნა ტელეგრამზე​ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც. 

რა კანონის მიღება დაანონსა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ?

კანონპროექტის შესახებ ზელენსკიმ 22 მაისს პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.  22 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ზელენსკი აღნიშნულ კანონპროექტის ინცირების მიზეზს განმარტავს. 

“კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გამოვაცხადე, არის კანონპროექტის მომზადება, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების -უკრაინელების შესახებ, პოლონეთში მიღებული კანონის სარკისებური სურათი. რა არის ეს კანონი? უკრაინელ მამაკაცებს და ქალებს, რომლებიც დროებით რჩებიან პოლონეთში, დე ფაქტო და დე იურე იგივე შესაძლებლობები მიეცათ, რაც პოლონელებს. და უკრაინაში ასეთი კანონის მიღება სწორი ჟესტი იქნება. დაე, ასე იყოს, რომ პოლონეთის მოქალაქეებს არასოდეს მოუწიოთ ასეთი კანონის გამოყენება. მაგრამ, მოდით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა.” 

უკრაინელი ლტოლვილების დახმარების შესახებ კანონი პოლონეთში 2022 წლის 13 მარტიდან მოქმედებს. ამ კანონით უკრაინელებს პოლონეთში ლეგალურად მუშაობის, სწავლის და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება ეძლევათ. 

კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდა პოლონეთის პარლამენტის ვებგვერდზეც. 

რეალურად ახალი კანონი გულისხმობს, რომ პოლონეთის მოქალაქეებს უკრაინაში მიენიჭებათ იგივე უფლებები, რასაც ამჟამად უკრაინელი ლტოლვილები პოლონეთში იღებენ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp